10-05-2023
„დღევანდელი „ლიბერალების“ გაგებით ანტიდემოკრატიად ითვლება ყველა, ვინც ცდილობს დაიცვას ტრადიციული ღირებულებები, სხვადასხვა რელიგიური მოძღვრებები და წეს-ჩვეულებები, ოჯახური თუ სექსუალური ცხოვრების ტრადიციები და ა. შ. აქედან გამომდინარე, რადგანაც მათ ცხოვრების მიზნად „ბნელი“ და „ჩამორჩენილი“ მსოფლიო საზოგადოების გათანამედროვეობა დაუსახავთ, ამიტომ თავის თავს ანიჭებენ უფლებას, რომ ყველა ქვეყანაში მიაღწიონ „იძულებას დემოკრატიისთვის“, რაც ძალიან გვაგონებს 100 წლის წინანდელ ბოლშევიკების მიერ დაჟინებით დანერგილ და საკუთარი ცხოვრების არსად გადაქცეულ „მსოფლიო რევოლუციის“ მოწყობის თეორიას“- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, „ლიბერალების“ მთავარ საჯილდაო ქვად დღეს გადაქცეულია ლგბტ თემის უფლებების დაცვა. მისი თქმით, მოდის 17 მაისი და მორიგი პროვოკაციებისთვის ემზადებიან მათი „უფლებადამცველები“.
„იძულება მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში საერთაშორისო პოლიტიკაში გაჩნდა ახალი ტერმინი - „იძულება მშვიდობისთვის“. ეს ტერმინი გულისხმობდა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ წევრი სახელმწიფოებისთვის უფლების მინიჭებას იმაზე, რომ მას გამოეყენებინა ყველა საჭირო საშუალება ან მიეღო მშვიდობის დარღვევის საშიშროების წინააღმდეგ სერიოზული ზომები, ძალის გამოყენების ჩათვლით, რათა გადაწყვეტილი ყოფილიყო შეიარაღებული კონფლიქტი. თუმცა, შემდგომში მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა ეს ტერმინი გამოიყენეს საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად ისე, რომ გაეროსგან თანხმობის მიღება არც უცდიათ.
ძირითადად ამას აკეთებდა აშშ და ნატო ერაყში, სომალიში, რუანდაში, ჰაიტში, ბოსნია-ჰერცოგოვინაში და ალბანეთში. 2008 წელს რუსეთიც ამ ტერმინს იყენებდა და ცდილობდა საქართველოზე თავდასხმა და მისი ნაწილის ოკუპაცია მსოფლიოსთვის ისე წარმოეჩინა, თითქოს ეს იყო საქართველოს „იძულება მშვიდობისთვის“. დღეს უკვე ისე მიდის საქმე, რომ დიდი ქვეყნების მიერ წარმოებული პოლიტიკა სხვა ქვეყნების მიმართ შეიძლება დავახასიათოთ, როგორც „იძულება დემოკრატიისთვის“.
საქმე ისაა, რომ დღევანდელი „ლიბერალების“ გაგებით ანტიდემოკრატიად ითვლება ყველა, ვინც ცდილობს დაიცვას ტრადიციული ღირებულებები, სხვადასხვა რელიგიური მოძღვრებები და წეს-ჩვეულებები, ოჯახური თუ სექსუალური ცხოვრების ტრადიციები და ა. შ. აქედან გამომდინარე, რადგანაც მათ ცხოვრების მიზნად „ბნელი“ და „ჩამორჩენილი“ მსოფლიო საზოგადოების გათანამედროვეობა დაუსახავთ, ამიტომ თავის თავს ანიჭებენ უფლებას, რომ ყველა ქვეყანაში მიაღწიონ „იძულებას დემოკრატიისთვის“, რაც ძალიან გვაგონებს 100 წლის წინანდელ ბოლშევიკების მიერ დაჟინებით დანერგილ და საკუთარი ცხოვრების არსად გადაქცეულ „მსოფლიო რევოლუციის“ მოწყობის თეორიას.
„ლიბერალების“ მთავარ საჯილდაო ქვად დღეს გადაქცეულია ლგბტ თემის უფლებების დაცვა. მოდის 17 მაისი და მორიგი პროვოკაციებისთვის ემზადებიან მათი „უფლებადამცველები“. ისინი არც უარყოფენ, რომ უნდა აიძულონ ჩვენი ერი, რათა მათ ბუნებრივად მიიღონ არაბუნებრივი სექსუალური ურთიერთობები, ერი, რომლის 87%-ისთვის პრიორიტეტულია ქრისტიანული ღირებულებებისადმი ერთგულება. სინამდვილეში ასეთი „უფლებადამცველების“ უმრავლესობას საერთოდ არ აღელვებთ სექსუალური უმცირესობების უფლებები და ამ ყველაფერს მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იყენებენ. საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში არსებობს როგორც ძალადობის, ასევე იძულების მუხლები.
ამ მუხლების მიხედვით, ძალადობა გულისხმობს ერთი სუბიექტის მიერ მეორისადმი ისეთ ზეწოლას, რომელიც ფიზიკურ ტკივილს იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგ შემთხვევაში „ლიბერალების“ ზეწოლები შეიძლება ფიზიკურ ტკივილებსაც იწვევდეს, მაინც მოვერიდები მათი ქმედებების ამ მუხლით დაკვალიფიცირებას. აი, „იძულების“ მუხლი კი პირდაპირ ესადაგება ქართველი და უცხოელი „ლიბერალების“ მოქმედების სტრატეგიას და ტაქტიკას. თავად განსაჯეთ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლი: „1. ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნებასურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, – ისჯება .......................... 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ; ბ) ჯგუფურად; გ) არაერთგზის, – ისჯება ..........................“ ჩვენ აქ შეგნებულად არ მოგვყავს ის სანქცია, რომლითაც ისჯება აღნიშნული ქმედება, მთავარია, რომ „ლიბერალების“ მხრიდან ნამდვილად არის მცდელობა მთელი ერის მიმართ დასჯადი ქმედებისა, ანუ მცდელობას, რომ მოახდინონ მათი „ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება“, და ამას ისინი ახორციელებენ „დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფების... მიმართ ჯგუფურად და არაერთგზის“. სწორედ პროპაგანდის გზით ცხოვრების გაუკუღმართებული წესის მიღების იძულებაა „ლიბერალების“ მხრიდან დანაშაული, სწორედ არანორმალურის ნორმად შემოჩეჩებაა მიუღებელი, თორემ ვისაც როგორ უნდა, ისეთი სექსუალური ცხოვრებით უნდა იცხოვროს, არავის აქვს უფლება სხვის საძინებელში შეიჭყიტოს, ეს პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაციაა და ამ ნიშნით ვინმეს შევიწროვება დანაშაულია.
აქ საუბარია არანორმალურის ნორმალურად წარმოჩენის პროპაგანდის მიუღებლობაზე, ხოლო ასეთი პროპაგანდის აკრძალვა ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია, როგორც სიგარეტის ან ნარკოტიკის რეკლამირების მიუღებლობა. მით უმეტეს, რომ გეი აღლუმების ჩატარებას აუცილებლად მოსდევს ერთნაირსქესიანთა ქორწინების ნორმად ქცევის მოთხოვნა, მათ მიერ შვილების გაზრდის უფლების მოთხოვნა და ბავშვობიდან ტრანსგენდერული გადახრების წახალისება და ნორმად ქცევა. აქედან გამომდინარე, ჩვენ, ანუ ნამდვილი უფლებადამცველები, რომლებიც გამოვდივართ გეი პროპაგანდის წინააღმდეგ, გაცილებით უფრო მეტად ვიცავთ ლგბტ თემის წარმომადგენელთა უფლებებს, ვიდრე ისინი, ვინც მათ უბიძგებენ სხვადასხვა დემონსტრაციების მოწყობისკენ და იწვევენ მათ მიმართ ხალხის აგრესიას, სამაგიეროდ იყენებენ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისათვის. ჩვენ კი რეალურად ვიცავთ მათ სექსუალური ნიშნით ნებისმიერი შევიწროვებისგან“- წერს ნანა კაკაბაძე.
16-11-2024
16-11-2024