10-05-2023
“განმარტებები, რომელიც მოვისმინეთ, რომ თითქოს ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს, ოჯახს, რწმენას ამ საკითხებს არაფერი ესაქმება ე.წ. პროგრესულ ევროპაში, ეს არასწორი მიდგომაა და ამაზე საჭიროა მსჯელობა,”- ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რომელიც ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტის კეტი პირის განცხადებას შეეხებოდა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა. ჩვენი საზოგადოებისთვის მათი განცხადებები დამაფიქრებელია. მისი თქმით, თუ ასე დგას საკითხი, რომ ჩვენი ღირებულებები მათთვის არის მიუღებელი, რა თქმა უნდა, ამ პოლიტიკურ ჯგუფთან დაკავშირებით საჭიროა, საზოგადოებრივი დისკუსია.
,,ეს ნიშნავს აბსოლუტურად ხაზის გადასმას იმაზე, რაზეც აქამდე იყო საუბარი, რომ ჩვენ მივდივართ ევროპაში ჩვენი ტრადიციებით და ღირებულებებით. თუ ასე დგას საკითხი, რომ ეს ღირებულებები არის მიუღებელი, რა თქმა უნდა, საჭიროა, იყოს საზოგადოებრივი დისკუსია ამ პოლიტიკურ ჯგუფთან დაკავშირებით. ამ მხრივ, ჩვენ ძალიან გულახდილად და საჯაროდ ვსაუბრობთ,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024