გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სალომე სამადაშვილი: როცა ჩვენ ვითხოვთ სანქციებს ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან ხშირად არის საუბარი, ეს ხომ არ აიძულებს "ქართულ ოცნებას", რომ კიდევ უფრო დაუახლოვდე რუსეთს

10-05-2023

„რუსეთის ეს ჟესტი „ქართულ ოცნებას“ შეუძლია გამოიყენოს შანტაჟისთვის, -არ გინდათ? აგერ არის რუსეთი“- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რითაც რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას გამოეხმაურა.

 

სალომე სამადაშვილის განცხადებით, დასავლელ პარტნიორებთან ხშირად არის საუბრები იმასთან დაკავშირებით, როგორ ითხოვენ ქვეყნის დასანქცირებას.

 

„ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან ხშირად გვაქვს ამაზე საუბარი, რომ როცა ჩვენ ვითხოვთ სანქციებს და ა.შ. ეს ხომ არ აიძულებთ მათ [ქართულ ოცნებას] რომ კიდევ უფრო დაუახლოვდე რუსეთს. მიუხედავად იმისა, კანდიდატის სტატუსზე როგორ დასრულდება მიმდინარე წელს დებატები, ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ იმით, რომ სიცხადე შევქმნათ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის და ქართველი ხალხისთვის, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს თუ ევროპას და ქართველ ხალხს მართლაც სურს თანაცხოვრება ერთად ევროპულ სივრცეში“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31