გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილმა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროში შეხვედრა გამართა

11-05-2023

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის მოადგილეს ედმონდო ჩირიელის შეხვდა.  


მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და იტალიას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე, რუსეთის აგრესიასა და მის ნეგატიურ შედეგებზე, სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, საქართველოს მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ როლსა და მდებარეობაზე.  


შალვა პაპუაშვილმა იტალიურ მხარეს მადლობა გადაუხადა წლების მანძილზე საქართველოს გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერისთვის.   მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. შალვა პაპუაშვილმა იტალიურ მხარეს საქართველოს პროგრესი გააცნო და კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით იტალიის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728