გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-მ ნაფეტვრების ტყეში ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დააკავა

14-08-2018

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ ნაფეტვრების ტყეში ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე ძებნილი 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს და ამბროლაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 5 ივლისს სოფელ ნაფეტვრების ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე ძებნილი, 1986 წელს დაბადებული ნ.ნ. სოფელ პატარა ონში, ხოლო ვაკე-საბურთალოს რაიონის თანამშრომლებმა ბ.გ. თბილისში დააკავეს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ნ. და ბ.გ. მიმდინარე წლის 5 ივლისს, ღამით, სოფელ ნაფეტვრების მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის მასივში, თანამზრახველებთან ერთად, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით, თავს დაესხნენ გ.ს.-სა და მისი დაცვის თანამშრომელს - ნ.ბ.-ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს სხეულზე დაზიანებები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან ისე მიიმალნენ, რომ გ.ს.-ს კუთვნილი თანხის დაუფლება ვერ შეძლეს.

პოლიცია, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დაკავების მიზნით, ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031