12-05-2023
„მე მაინტერესებს იმ ევროპარლამენტარების შეფასებები, რომლებიც რიგრიგობით ჩამოდიოდნენ საქართველოში და დაჟინებით ითხოვდნენ სააკაშვილის გადაყვანას საზღვარგარეთ, პოლონეთსა, თუ გერმანიაში; რომლებიც ღიად აცხადებდნენ, მთელს მსოფლიოში ანადგურებდნენ საქართველოს სახელმწიფოებრივ იმიჯს, რომ თურმე ჩვენი სახელმწიფოს დღევანდელი ხელისუფლება აწამებს ციხეში სააკაშვილს“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“.
მისი თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილებამ წერტილი დაუსვა იმ ცილისწამებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის იმიჯს ზიანს აყენებდა, რომ თითქოს ჩვენს ქვეყანაში აწამებენ პატიმარ მიხეილ სააკაშვილს.
„სტრასბურგმა ღიად აღიარა, რომ სააკაშვილი არის სიმულანტი. ამ გადაწყვეტილების უკან ფაქტობრივად ეს წერია და მე არ მაინტერესებს ქართველი ოპოზიციონერების მოსაზრებები, მათი პასუხები და შეფასებები, რადგან ზუსტად ვიცით, რასაც იტყვიან. მე მაინტერესებს იმ ევროპარლამენტარების შეფასებები, რომლებიც რიგრიგობით ჩამოდიოდნენ საქართველოში და დაჟინებით ითხოვდნენ სააკაშვილის გადაყვანას საზღვარგარეთ, პოლონეთსა, თუ გერმანიაში; რომლებიც ღიად აცხადებდნენ, მთელს მსოფლიოში ანადგურებდნენ საქართველოს სახელმწიფოებრივ იმიჯს, რომ თურმე ჩვენი სახელმწიფოს დღევანდელი ხელისუფლება აწამებს ციხეში სააკაშვილს. ამავეს აკეთებდა ამერიკაში ეს გიული ალასანიას შეკვეთილი წერილებიც.
სხვათა შორის ამერიკის დღევანდელი ხელისუფლებაც არა ღიად და გამბედავად, მაგრამ შეფარვით ამბობდა იმავეს, რომ საქართველოს ხელისუფლება აწამებს თავის ყოფილ პრეზიდენტს. ნებისმიერ სახელმწიფოში, ევროპა იქნება, თუ აზია, ეს ძალიან ცუდად აღიქმება. გამოდის, რომ საქართველოს წინააღმდეგ სჩადიოდნენ დანაშაულს სწორედ ის ევროპარლამენტარები და უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც ამხელა ლახვარს ესროდნენ ქვეყანას, რომ თურმე საქართველოს ხელისუფლება და ჩვენ დღეს ციხეში ვაწამებთ პატიმარს, ყოფილ პრეზიდენტს. სტრასბურგმა კი თქვა, რომ საქართველოში პატიმრებისა და, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტის უფლებებიც მკაცრად არის დაცული. ეს არის დღევანდელი გადაწყვეტილება.
ქართული ოპოზიციისგან, ველი, რომ ისევ იტყვიან, ეს ბიძინა ივანიშვილმა გააკეთაო. თუკი ბიძინა ივანიშვილს მეტი გავლენა აქვს სტრასბურგის სასამართლოზე, ვიდრე ამერიკას, მაშინ ყოჩაღ ბიძინა ივანიშვილს, რაღას ერჩიან, ვერ ვხვდები,“ - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.
16-11-2024
16-11-2024