14-05-2023
"ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, პარტიის ქალთა ორგანიზაციის ერთი წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
კობახიძის განცხადებით, ღონისძიებაზე ქალთა ორგანიზაციის მიერ ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში იქნა წარდგენილი, საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსაც.
„ერთი წლის წინ დაფუძნდა პარტიის ქალთა ორგანიზაცია და დღევანდელი ღონისძიება ეძღვნება ერთი წლის იუბილეს, სადაც პირველი ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში იქნა წარდგენილი.
ამ ერთი წლის განმავლობაში, ქალთა ორგანიზაციამ საკმაოდ ბევრი რამ გააკეთა, თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ კიდევ უფრო აქტიური იქნება მომდევნო წლები. ქალთა ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს, რისთვისაც მადლობა ორგანიზაციის თითოეულ წევრს. დღეს გაიმართა ქალთა ორგანიზაციის გამგეობის და რეგიონული საბჭოების წევრების შეკრება, სწორედ იმისათვის, რომ განგვეხილა გასული წლის საქმიანობა და სამომავლო გეგმები“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
16-11-2024
16-11-2024