გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: მერამდენე წელია ემუქრებიან და თან ვერ უბედავენ ივანიშვილს სანქციების ქვეშ აყვანით; ამასობაში დრო გადის, ამიტომ "დასანქცირებამდე" შემოაგდეს მორიგი სტიგმა: "ივანიშვილს თავისი ფინანსები უზნეო გზებით აქვს დაგროვებული"

15-05-2023

"რუსულის" კონტექსტში გახვეულ ქართველობას, ამ თავსმოხვეული სტიგმის მრავალფეროვნებაში - ჩვენ უკვე მივეჩვიეთ. ამ შხამით წამლავენ დღეს პირველ რიგში გენმოდიფიცირებისათვის გამზადებულ ახალგაზრდა თაობებს. აი ახლაც, ამ ტექსტსაც მათთვის "კირილიცას" ელფერი ასდის, უბრალოდ თქვენ ვერ ამჩნევთ ამას, თორემ ხომ "ფაქტია" - აშკარად "რუსულია", - ასე გამოეხმაურა "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი ბიძინა ივანიშვილის შესახებ ლევან ბერძენიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

 

ქართველიშვილი ბერძენიშვილს უსამშობლოს უწოდებს და ამბობს, რომ ამ სტიგმის გავრცელება სწორედ მას ხვდა წილად.

 

"თავშივე დავწერ - ჩემი დაცვა ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება. ვეხმაურები ტენდენციას, როგორც საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე ფართომასშტაბური ჰიბრიდული ომის დროს გამოვლენილ ერთ-ერთ "სასიკვდილო" იარაღს - "სტიგმას" და "სტიგმატიზაციას". "რუსულის" კონტექსტში გახვეულ ქართველობას, ამ თავსმოხვეული სტიგმის მრავალფეროვნებაში - ჩვენ უკვე მივეჩვიეთ. ამ შხამით წამლავენ დღეს პირველ რიგში გენმოდიფიცირებისათვის გამზადებულ ახალგაზრდა თაობებს.

 

აი ახლაც, ამ ტექსტსაც მათთვის "კირილიცას" ელფერი ასდის, უბრალოდ თქვენ ვერ ამჩნევთ ამას, თორემ ხომ "ფაქტია" - აშკარად "რუსულია". მერამდენე წელიწადია თან ემუქრებიან, თან ვერ უბედავენ, ხან კი უბედავენ, მაგრამ ისიც ნაწილობრივ - ივანიშვილს სანქციების ქვეშ აყვანით.

 

ამასობაში კი დრო გადის, ამ მოლოდინს კი იდეოლოგიური გრადუსის შენარჩუნება სჭირდება. ამიტომ "დასანქცირებამდე" შემოაგდეს მორიგი სტიგმა: "ივანიშვილს თავისი ფინანსები უზნეო გზებით აქვს დაგროვებული". ამ სტიგმის გავრცელება Gen Z-ის თაობებში (სხვა თაობების დაჯერება გაუჭირდებოდათ) საქართველოს ისტორიის საპატიო "სტიგმატიზატორს", "დეგენერატიზატორსა" და "იდიოტიზატორ" ლევან ბერძენიშვილს ხვდა წილად. ასეთი დონის ნამუსგარეცხილის პოვნა უსამშობლოთა რიგებშიც ჭირს, მას კი ამ საქმეში "ძაღლიც ნაჭამი" აქვს და "ავტორიტეტიც" აქვს მოხვეჭილი.

 

ამ სტიგმატიზაციის სახელმძღვანელო მეთოდოლოგიაც იგივეა - ჯინ შარფი, პიტერ აკერმანი და ჯოზეფ ოვერტონი. ამ უკანასკნელის "სარკმელის" დაკეტვას ვერ ვასწრებთ, ფანჯარას გვიღებენ, ფანჯარას ავუჭედავთ - "ოვერტონის კარიბჭეს" გვახვედრებენ. კარიბჭეს, საიდანაც ყოველდღიურად შემოიდინება ჩვენს საინფორმაციო აღქმების ველში მტკიცებით ფორმაში უკვე ესოდენ ნაცნობი სტიგმები - მორწმუნე ტრადიციული ქართველების ტოტალური "რუსეთუმეობის", ჩვენი მეფეებისა და წმინდანების "დეგენერატიზაციისა" და დღეიდან უკვე, ივანიშვილის "უზნეობის" თაობაზე.

 

საგანმანათლებლო სისტემის კატასტროფული მდგომარეობის გათვალისწინებით, ახალგაზრდების ტვინებიდან კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების, ღმერთისა და კაცობრიობის შექმნის ბიბლიური ისტორიის საყოველთაო და მიზანმიმართული განდევნის პირობებში - მათი აზროვნების პრიმიტიული "ტრენდულ-ბრენდული" დატრენინგებული დაინფიცირება თავისას ახერხებს: ცნობილი, ნაკითხი პროფესორი მათ ხომ არ მოატყუებდა?", - წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930