გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

16-05-2023

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ.


უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევაზე, რაც ევროპული რეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტია.

უმრავლესობა სთავაზობს ოპოზიციაში შემავალ თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს, ხვალ, დღის განმავლობაში წარმოადგინონ მოკლე დასაბუთება იუსტიციის საბჭოს წევრობის მათთვის მისაღებ კანდიდატებთან დაკავშირებით, რაც უმრავლესობას მისცემს შესაძლებლობას, განსაზღვროს, არის თუ არა პრაქტიკული შანსი, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიღწეულ იქნეს კონსენსუსი და დადებითი შედეგის შემთხვევაში კენჭისყრა დაჩქარდეს.

18 მაისს, პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფორმატში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს მოუსმენს.


19 მაისს, პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით, დაგეგმილია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის და განათლებისა და მეცნიერების მინისტრ გიორგი ამილახვრის გამოსვლები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930