გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინანსთა მინისტრის მოადგილე მამუკა ბარათაშვილი OECD-ის გლობალური ფორუმის სამდივნოს ხელმძღვანელს ზაიდა მანატას შეხვდა

16-05-2023

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მამუკა ბარათაშვილი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გლობალური ფორუმის სამდივნოს ხელმძღვანელს, ზაიდა მანატას შეხვდა.


შეხვედრას დაესწრო გლობალური ფორუმის ინსტიტუციური განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთიბის განყოფილების ხელმძღვანელი ჰაკიმ ჰამადი და საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარინე ხურციძე.


მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და გლობალურ ფორუმს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. კერძოდ, საუბარი შეეხო OECD-ის მიერ შემუშავებული საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში და საქართველოს მიერ ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს. შეხვედრის ფარგლებში, განსაკუთრებით, გაესვა ხაზი, 2022 წელს „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ" კომპეტენტური ორგანოების მრავალმხრივ შეთანხმებაზე საქართველოს მიერთებას და აღნიშნული შეთანხმების მნიშვნელობას, გადასახადების დამალვის წინააღმდეგ ბრძოლაში.


აღსანიშნავია, რომ საქართველო საგადასახადო მიზნებისათვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის წევრი გახდა 2011 წელს და მას შემდეგ, წარმატებით ახორციელებს საგადასახადო სფეროში გამჭვირვალობის მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.


ამის დასტურია 2016 წელს გლობალური ფორუმის შეფასებების პირველი რაუნდის ფარგლებში, საქართველოს მიერ მიღებული რეიტინგი, რომლის თანახმად საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს (რეიტინგი: „Largely Compliant"). ამასთან, 2023 წელს დაიწყო შეფასების მეორე რაუნდი, რომლითაც OECD-ის მიერ შეფასდება საქართველოს კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესაბამისობა საგადასახადო ინფორმაციის გაცვლის განახლებულ სტანდარტთან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930