14-08-2018
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ძალადობს ბაგა-ბაღში რვა თვის ჩვილზე ძიძა. კადრები „ფესბუქის“ საშუალებით ჩვილის მშობლებმა გაავრცელეს.
ბაგა-ბაღ „პირველი ნაბიჯის“ დირექტორის დიანა კიკნაძის განცხადებით, ჩვილის ახლობელმა მას ბავშვზე ძალადობისათვის ფინანსური კომპენსაცია მოსთხოვა, რაზეც მან უარი განაცხადა, შემდეგ კი მცირეწლოვანის მშობლებმა ვიდეო „ფეისბუქზე“ გაავრცელეს.
„მივაწოდეთ მშობლებს ლაივის წვდომა, რომ ზომები მიეღოთ, მიემართათ პოლიციისთვის და ეჩივლათ. იყო იქ რაღაც ფინანსური შემოთავაზებები ბავშვის მამიდისგან, ითხოვდნენ ფინანსურ კომპენსაციას. მე ეს საჭიროდ არ ჩამითვლია, რადგან ბავშვი არ დაზიანებულა. ამის შემდეგ ჩვილის ახობლები აღარ გვეკონტაქტებოდნენ. მოულოდნელად კი შევიტყვეთ, რომ სოციალურ ქსელში ძალადობის ამსახველი ვიდეო გავრცელდა“-განაცხადა ბაგა-ბაღის დირექტორმა.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სმაინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
19-12-2024
18-12-2024