გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ შამუგია კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

18-05-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმაოთარ შამუგიამ შეხვედრა გამართა კორეის რესპუბლიკის დელეგაციასთან, რომელსაც პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი იუნგ სუნგმინი ხელმძღვანელობდა.


შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები,  ღვინის ექსპორტისა და ტურიზმის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.


შეხვედრაზე ოთარ შამუგიამკორეის რესპუბლიკასთან დიპლომატიური და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებისა და ბიზნესის წარმოებისთვის ხელსაყრელი გარემოსშესახებ ისაუბრა.


მინისტრმახაზგასმით აღნიშნა, მხარეებს შორის, დაცული ტერიტორიების მიმართულებით არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის მნიშვნელობა და აღნიშნული მიმართულებით, თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა.


როგორც შეხვედრაზე კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, კორეის რესპუბლიკისთვის საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოსაინტერესო  და მიმზიდველია. იუნგ სუნგმინმა იმედი გამოთქვა, რომ  აღნიშნული შეხვედრა ურთიერთობების გაღრმავების წინაპირობა გახდება და ეს თანამშრომლობა, ორივე ქვეყნისთვის,ეფექტიანიდა შედეგების მომტანი იქნება.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930