19-05-2023
„ჩვენ „ნაცებს“ უნდა დავუსვათ შეკითხვა: რატომ კლავდით აქციებზე ხალხს და სახურავზე რატომ აგდებდით?! იპოვეთ განსხვავება? მაგრამ „ნაცები“ აღარ არიან, ისედაც ვერ პოულობდნენ და ასე სულ ვერ იპოვიან“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მამუკა მდინარაძე შინაგან საქმეთა მინისტრისთვის დასმულ კითხვებს გამოეხმაურა, რა დროსაც მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით დასვა კითხვა, თუ რატომ კლავდნენ უდანაშაულო ხალხს ქუჩაში.
„რაც შეეხება იმ თემას, რაზეც ჩვენ დღეს შევიკრიბეთ ბატონო ვახტანგ [გომელაური]. ოდნავი უტრირება გავაკეთოთ. მე რომ ძალიან მომინდეს ინტერპელაციის წესით დასმულ კითხვას და იმ პათოსს რაღაცნაირად მხარი დავუჭირო, ძალიან რომ მოვინდომო, რა კითხვა შეიძლება დასვას დეპუტატმა ქართული ოცნების“ ხელისუფლების შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე. მე შემიძლია გითხრათ რაც იყო ერთადერთი „ობიექტური“ [კითხვა]- თქვენ რატომ ვერ მოახერხეთ, როდესაც პოლიციელებზე ძალადობდნენ ადამიანები, იქ რომ იყვნენ სხვები, რომლებიც არ ძალადობდნენ, წყლის ჭავლი აგერიდებინათ მისთვის?! ანუ, წინ ორი ადამიანი რომ ძალადობს, მესამეს რომ შემთხვევით წყალი მიესხა ეს რატომ ვერ მოახერხეთ- ამას სერიოზულად გეკითხებოდნენ.
გაზი გადაყლაპა იმ ადამიანმა, ვინც შეიძლება უშუალოდ არ ძალადობდა. 300 ადამიანი ერთ მხარეს რომ ძალადობდა და იქვე იდგა 50 ადამიანი, რატომ გადაყლაპა იმან გაზი. შეიძლება დემოკრატია ცივილიზებულ სამყაროში მივიდეს ამ დონემდე ოდესღაც, რომ ამის გამიჯვნაც კი დაიწყოს. ვახტანგ გომელაურს რომ ეკითხებით რატომ ვერ დაიცავით ადამიანები გაზისგან თუ იქ აღმოჩნდა ადამიანი, რომელმაც გაზი შეისუნთქაო, რომელიც უშუალოდ არ ძალადობდა, მათ ვეკითხებით, რატომ შემოაგდეთ მიცვალებულები, დახოცეთ უდანაშაულო ადამიანები, არავინ რომ არ ძალადობდა არავისზე, მათ შორის, არც პოლიციელზე, რატომ დახოცეთ და რატომ შემოაგდეთ შემდეგ სახურავებზე“- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
16-11-2024
16-11-2024