20-05-2023
„ვის უწყობთ აქციებს, ვინც უკრაინაში ომს აპროტესტებს? დიახ, ეს ის ლავროვის სიძის ძმაა ვისი ქორწილიც იყო, ვინც ერთ-ერთმა პირველმა გააპროტესტა რუსეთის შეჭრა უკრაინაში. ყველაფერში ასეთი ერთუჯრედიანები როგორ უნდა იყოთ, ჯერ იქნებ გაარკვიოთ და მერე ჩაბეროთ სასტვენს- ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, მაშინ სად იყვნენ როდესაც 2011 წელს მიხეილ სააკაშვილი ნიკიტა მიხალკოვის შვილის ქორწილში იმყოფებოდა.
„ვის უწყობთ აქციებს, ვინც უკრაინაში ომს აპროტესტებს? დიახ, ეს ის ლავროვის სიძის ძმაა ვისი ქორწილიც იყო, ვინც ერთ-ერთმა პირველმა გააპროტესტა რუსეთის შეჭრა უკრაინაში. ყველაფერში ასეთი ერთუჯრედიანები როგორ უნდა იყოთ, ჯერ იქნებ გაარკვიოთ და მერე ჩაბეროთ სასტვენს.
მაშინ, 2011 წელს სად იყავით, როცა თქვენი უთავმოყვარეო პრეზიდენტი დაუპატიჟებლად გამოცხადდა რუსი შოვინისტის, პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრის ნიკიტა მიხალკოვის შვილის ქორწილში თუ ვინც ახლა აპროტესტებთ, მიშასთან ერთად რიგში იდექით, მიხალკოვთან სელფის გადასაღებად? ეს ის მიხალკოვია, რომლის უარყოფითი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ყველასთვის არის ცნობილი. გაეშვით ამ არაფრისმომცემ პროტესტებს და უაზრო სირბილს აქეთ-იქით, ვერ მიაღწევთ მიზანს, იმიტომ რომ სიცრუეზე დგას ყველა თქვენი მცდელობა და მოქმედება“- წერს ნინო ფოჩხუა.
16-11-2024
16-11-2024