20-05-2023
„ყვარელში ქორწილი უნდა ჰქონოდა რუს მუსიკოსს, ისრაელის მოქალაქეს, მიკა (მოშე) ვინოკუროვს, რომლის ძმა, ალექსანდრე ლავროვის სიძეა. თუ დავაკვირდებით მიკას "ფეისბუქს", ის უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგია“- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ყვარლის ტბასთან“ მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, მიკა ვინოკუროვისა და მისი მეგობრების სტუმრობა არავის ემახსოვრებოდა, რომ არა რუსეთის გავლენის აგენტი, რუბლოვნა ხოშტარია.
ლიაკას აქვს ამგვარ ვიზიტორებზე, რომლებზეც შეიძლება აგორდეს ფსევდოპატრიოტული პროტესტი, ექსკლუზიური ინფორმაცია.
“სასოწარკვეთილი ფაშისტი ლიბერალები ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოში იყოს დესტაბილიზაცია, ჩაიშალოს ტურისტული სეზონი, ეკონომიკური დარტყმა მიიღონ ჩვენმა თანამემამულეებმა. ყვარელში ქორწილი უნდა ჰქონოდა რუს მუსიკოსს, ისრაელის მოქალაქეს, მიკა (მოშე) ვინოკუროვს, რომლის ძმა, ალექსანდრე ლავროვის სიძეა.
თუ დავაკვირდებით მიკას "ფეისბუქს", ის უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგია. მიკა ვინოკუროვისა და მისი მეგობრების სტუმრობა არავის ემახსოვრებოდა, რომ არა რუსეთის გავლენის აგენტი, რუბლოვნა ხოშტარია. Товарищ ლიაკას აქვს ამგვარ ვიზიტორებზე, რომლებზეც შეიძლება აგორდეს ფსევდოპატრიოტული პროტესტი, ექსკლუზიური ინფორმაცია.
რასაკვირველია, საინფორმაციო მხარდაჭერა ნაცმედიიდან, ფარისევლების სამარცხვინო ვაი-ვიში და ცრუ პროპაგანდაც შეთითხნილია. ისტორიას კარგად ახსოვს მიშმადიდებელი გია ბუღაძის უკიდეგანოდ სამარცხვინო ვაჟის, ლაშას დითირამბი ნიკიტა მიხალკოვის შვილის წინანდლის ქორწილზე (2011 წ.), სადაც მისი კერპი, მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა. დროა ნაცფარისევლებს, საქართველოს მტრებს გაეცეს საკადრისი პასუხი! Enough is enough!”- წერს გია აბაშიძე FACEBOOK-ზე.
16-11-2024
16-11-2024