გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოა! გილოცავთ აფხაზეთობას! - მამუკა მდინარაძე

23-05-2023

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე მოსახლეობას აფხაზეთობას ულოცავს.


მდინარაძის თქმით, ქვეყნის გაერთიანების ერთადერთი გზა მშვიდობაზე, შერიგებასა და განვითარებაზე გადის.


„საქართველოს მკაფიო და პრინციპული გზავნილია ყველას და, პირველ რიგში, ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების მიმართ, რომ ქვეყნის გაერთიანების ერთადერთი გზა მშვიდობაზე, შერიგებასა და განვითარებაზე გადის. ეს თავის მხრივ ეწინააღმდეგება გლობალური თუ რეგიონული ომის პარტიის პრაქტიკულად გაცხადებულ მიზანს საქართველოს ომში ჩართვის შესახებ. სწორედ ამიტომ ტესტავენ ისინი აზრს ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე საქართველოს პერსპექტივების შესახებ. თანაც, ბოლო დროის ყველაზე სპეკულაციური მესიჯით, - რომ თითქოს ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობით დაბრუნების მიზანი „რუსული ნარატივია“. ეს არის ქართული მიზანი და ეროვნული საქმე! ქვეყნის ნებისმიერი სამომავლო პერსპექტივა მხოლოდ ამ დათქმით განიხილება - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოა! გილოცავთ აფხაზეთობას!“, - აცხადებს მდინარაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031