გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: გასაგებია კოლექტიური დასავლეთის ფობიebi საქართველოს საგარეო და შიდა პოლიტიკურ კურსთან მიმართებით, რაც მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის - კიდევ ერთი ბრავო პრემიერ-მინისტრს

24-05-2023

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას კატარის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ჩატარებულ საპანელო დისკუსიაზე სოციალურ ქსელში განიხილავს და აღნიშნავს, რომ თვალში მოსახვედრი იყო ჟურნალისტის არაკომპეტენტურობა.


როგორც დავით ქართველიშვილი წერს, გასაგები ხდება კოლექტიური დასავლეთის ყველა ფობია საქართველოს საგარეო და შიდა პოლიტიკურ კურსთან მიმართებით, რაც მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის.


„ამდენი „ჩამჭრელი“ შეკითხვა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს კატარის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ჩატარებული საპანელო დისკუსიის დროს დაუსვეს, მე არ მახსოვს. სამწუხაროა, როდესაც ამ დონის დისკუსიაში მონაწილეობას იღებდა „ჭუტავიზიების“ დონის ჟურნალისტი, აბსოლუტურად მოუმზადებელი ელემენტარულ საკითხებში და ირაკლი ღარიბაშვილს მუდმივად უწევდა მისი სწორი ინფორმირებულობის დონის ამაღლება.


რა იყო ყველაზე საინტერესო - გამოაშკარავდა ის ყველა ძირითადი საკითხი, რომელიც კოლექტიურ დასავლეთს აღიზიანებს საქართველოს მიმართ: მიუხედავად ამერიკისა და ევროკავშირის მხრიდან რუსეთთან არშემწყდარი ეკონომიკური ურთიერთობების თვალთმაქცობისა და ფარისევლობისა, საქართველოს მინიმალური ტვირთბრუნვა რუსეთთან გამადიდებელი შუშით განიხილება; მიუხედავად აშშ-სა და EU-ს რიგი წევრი ქვეყნების რუსეთთან არშემწყდარი პირდაპირი ავიაფრენებისა, მხოლოდ საქართველოს უყენებენ ამ კუთხით გაუგებარ პრეტენზიებს; წამყვანმა ლამის პირდაპირი ტექსტით იკითხა, რატომ არ სურს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების, ან სულაც მასთან პირდაპირ ომში ჩაბმის საფასურად, უკრაინის მსგავსად „სტატუსის“ მიღება.


პრემიერის პასუხიც იყო მარტივი: „იმიტომ, რომ მას უყვარს საკუთარი სამშობლო და ის უფრთხილდება თითოეული საკუთარი მოქალაქის სიცოცხლეს, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას“; იყო პირდაპირი მცდელობა, ჩინეთთან საქართველოს მზარდი და დადებითი პოლიტიკური, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები, საქართველოს მხრიდან „ანტიდასავლური“ პოლიტიკის ჭრილში გაეტარებინათ, რასაც პრემიერ-მინისტრმა ღირსეული და პრინციპულო პასუხი გასცა: ჩინეთი საქართველოს მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოა; ცოტაღა აკლდა წამყვანს, რომ საქართველოსთვის შემოეთავაზებინა, კონსტიტუციაში ევროინტეგრაციის დათქმასთან ერთან, უკრაინის ომში ჩაბმისა და რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის ვალდებულებაც შეტანილიყო; უკრაინის მოქალაქე სააკაშვილზე ტრადიციული შეკითხვა იმდენად ამოვარდნილი იყო რეალობის კონტექსტიდან, რომ წამყვანის მხრიდან დავიდა აბსურდული დაპირების გამოთხოვაში: „სააკაშვილი ხომ არ მოკვდება საავადმყოფოში?“. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად გასაგები ხდება კოლექტიური დასავლეთის ყველა ფობია საქართველოს საგარეო და შიდა პოლიტიკურ კურსთან მიმართებით, რაც მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის. კიდევ ერთი ბრავო ქვეყნის პრემიერ-მინისტრს“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930