24-05-2023
„ჩვენი ოპოზიციური საოჯახო ტანდემი, ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს, პარლამენტის წევრ დიტო ხუნდაძეს უწუნებს აშშ-ს ელჩის შესახებ განცხადების გაკეთებას. "ცალფეხა" ლაქიაობის აპოლოგეტებისთვის, ქალბატონი ელჩის ელემენტარული მოხსებიებაც კი, რომ არაფერი ვთქვათ მისთვის მარტივი შეკითხვების დასმაზე - "ანტიდასავლური" და "ანტიქართული" რიტორიკა ყოფილა“, - ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რომელიც დიმიტრი ხუნდაძის შესახებ გიგა ბოკერიას განცხადებას გამოეხმაურა.
ბოკერიამ განაცხადა, რომ ხუნდაძის განცხადებებში რუსული ოკუპაციის ხსენება არ არის.
ქართველიშვილი საზოგადოებას შეახსენებს აგვისტოს ომის შემდეგ გიგა ბოკერიას სიდედრის დასაქმებას „თელასში“ და აცხადებს, რომ კომპანიაში ბოკერიას სიდედრი КГБ-ს თადარიგის გენერალ-მაიორ ლევონ ვლადიმერის ძე სტეფანიანის საკურატორო თანამდებობაზე დაინიშნა.
„გიგა ბოკერია მეუღლითურთ გარდა იმისა, რომ "ხალხის ძალას" შეეხო, ჩვენი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ახსენა და ასევე რამოდენიმე გვარი ჩამოგვითვალა. მეც სულ რამოდენიმე გვარით შემოვიფარგლები. მერამდენედ შემოვიფარგლები უკვე, ვინაიდან ბატონ ბოკერიას მეუღლეს დაბლოკილი ვყევარ და მისგან პასუხი დღემდე არ მიმიღია. ჩვენი ოპოზიციური საოჯახო ტანდემი, ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს, პარლამენტის წევრ დიტო ხუნდაძეს უწუნებს აშშ-ს ელჩის შესახებ განცხადების გაკეთებას. "ცალფეხა" ლაქიაობის აპოლოგეტებისთვის, ქალბატონი ელჩის ელემენტარული მოხსებიებაც კი, რომ არაფერი ვთქვათ მისთვის მარტივი შეკითხვების დასმაზე - "ანტიდასავლური" და "ანტიქართული" რიტორიკა ყოფილა.
შეგახსენებთ, რა შეკითხვით მივმართე ქალბატონ ჩერგოლეიშვილს: რა რეაქცია ექნებოდა ჩვენს ოპოზიციურ წყვილს, ნიკოლოზ პატრუშევის რძალი სამუშაოდ რომ აეყვანათ "ქართუ ფონდში". მადლობა, არაა საჭირო - ეს რიტორიკული იყო. ახლა კი კონკრეტული შეკითხვა: რა რეაგირება უნდა გვქონოდა ჩვენ, როდესაც უშიშროების საბჭოს ექს-მდივნის გიგა ბოკერიას სიდედრი, შესაბამისად მისი მეუღლის დედა, აგვისტოს ომის შემდეგ, სამსახურში მოაწყეს КГБ-ს თადარიგის გენერალ-მაიორ ლევონ ვლადიმერის ძე სტეფანიანის საკურატორო თანამდებობაზე "თელასში".
საინტერესოა, რომ თვით გენერალი სტეფანიანი "თელასის" გენდირექტორის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა თავისი კურატორისა და მეგობრის, "ინტერ რაო"-ს უშიშროების ბლოკის ხელმძღვანელის, ФСБ-ს გენერალ-პოლკოვნიკის კუზნეცოვის რეკომენდაციით. გვაქვს თუ არა უფლება, თეორიულად ვივარაუდოდ, რომ რუსეთის სპეცსამსახურებისთვის, აღნიშნული "კომბინაციური ბმული" (სიძე-სიდედრი) ოპერატიული თვალსაზრისით, ინფორმაციის მოპოვების მიზნით, გამოსაყენებლად საკმაოდ მიმზიდველ არხს წარმოადგენდა.
მე მგონი რომ გვაქვს და მე ვერავინ გადამარწმუნებს, რომ ამ "კომბინაციას" ФСБ უყურადღებოდ და სათავისოდ არ გამოიყენებდა. და კიდევ ერთი გვარი, რომელიც გიგა ბოკერიამ გააჟღერა: "იანუკოვიჩი". კეთილი ინებეთ და 2013 წლის ოქტომბერში თქვენს (ანუ სააკაშვილის) მიერ "ბრწყინვალების ორდენით" დაჯილდოვებული, გენერალ სტეფანიანის ეს სავარაუდო მეგობარი - ჩვენ აღარ გვიხსენოთ. თქვენ და თქვენმა პრეზიდენტმა ქვეყანაში სახელმწიფო ჯილდოების სრული პროფანაცია მოახდინეთ. ეს თქვენი "ღირსების" ორდენის კავალერია მეგის ქარდავა და თქვენივე "ბრწინვალების" ორდენის კავალერია - იანუკოვიჩი. ასე რომ, "სხვაგან მოხვდით"... - წერს ქართველიშვილი.
16-11-2024
16-11-2024