გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ედიშერ გვენეტაძე ოპოზიციას: თქვენ ასრულებთ უცხოთა დავალებებს ფულის, ხელისუფლებაში დასმისა და შემდეგ ქვეყნის ომში ჩაბმის სანაცვლოდ

24-05-2023

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე 26 მაისის დეკორაციებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ევროკავშირის დროშების არარსებობა ევროპული კურსიდან გადახვევისკენ მიუთითებს.

 

მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილის მიერ აღნიშნულ თემაზე აპელირება ჩასაფრებულ პოზიციაში ყოფნა და საქართველოს მტრობაა.

 

ამასთან, ექსპერტი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის დროშის შესახებ საუბრობენ ის ადამიანები, რომლებსაც არ გაუპროტესტებიათ 2011 წლის 26 მაისს დასახიჩრებული და გარდაცვილი ადამიანები.

 

„ამ საშინელების მომწყობი და მათი თაყვანისმცემელნი დღეს ბუყბუყებენ იმაზე, რომ ევროკავშირის დროშები გამოფენილი არ არის! და ამას ხავიან ის სუბიექტები, რომელთაც ერთი სიტყვაც არ ამოუღიათ 2011 წლის 26 მაისს მაღაზიების სახურავებზე შეგნებულად გარდაცვლილები ასობით დაჭრილ-დასახიჩრებულ დაინვადებულებზე! და რაც მთავარია კითხვა მაქვს ზოგიერთ მეისტორიესთან: გამაგებინეთ გეთაყვა რა კავშირი აქვს ევროკავშირს და თუნდაც მის დროშას 1918 წლის 26 მაისთან? ევროკავშირი დაგვეხმარა დამოუკიდებლობის გამოცხადებაში? ევროკავშირი დაგვეხმარა დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში 1918-1921 წწ? ეგ არის რასაც თქვენ სჩადიხართ ჩასაფრებული სუბიექტის პოზიცია და საქართველოს პირდაპირი მტრობა!

 

თქვენ ისე გაწუხებთ საქართველოს დამოუკიდებლობა, როგორც მე სომალის გაერთიანება! თქვენ ევროკავშირის დროშა კი არა! თქვენ ასრულებთ უცხოთა დავალებებს ფულისა და ხელისუფლებაში დასმისა და შემდეგ ქვეყნის ომში ჩაბმის სანაცვლოდ!“ - წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930