26-05-2023
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება 26 მაისის სადღესასწაულო ღონისძიებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში და პოლიტიკოსების ნაწილის მხრიდან გამოთქმულ პროტესტს იმასთან დაკავშირებით, რომ დამოუკიდებლობის დღის გაფორმებაში წელს აღარ ფიგურირებს ევროკავშირის დროშა.
ექსპერტი იხსენებს 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის კადრებს და აღნიშნავს, რომ ამ სისხლიანი დღის ავტორები პრეტენზიის წამოყენებას კი არა, გისოსებს მიღმა პატიებას უნდა სთხოვდნენ ხალხს.
“ამ 26 მაისის "შემოქმედები", ამ სისხლიანი დღის ავტორები დღეს ბედავენ და ხელისუფლებას პრეტენზიას უყენებენ დეკორაციებზე. აი სწორედ ეს მარაზმია დასავლეთის მიერ ჩვენთვის თავსმოხვეული კოჰაბიტაციის შედეგი. ამ სისხლიანი დღის ავტორები პრეტენზიის წამოყენებას კი არა, გისოსებს მიღმა პატიებას უნდა სთხოვდნენ ხალხს...”-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
16-11-2024
16-11-2024