გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს წითელი ხაზები, რომლებიც პირველ რიგში, ტერიტორიულ მთლიანობასთანაა დაკავშირებული

16-08-2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ  ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერ-მინისტრის, სერგეი შამბას მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომ ხელისუფლებას აქვს გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკა და მოქმედების ამოსავალი წერტილი ტერიტორიულ მთლიანობასთან არის დაკავშირებული.

 

„პარლამენტმა წინა სესიაზე დაამტკიცა სამშვიდობო ინიციატივა. ჩვენ გვაქვს გაცხადებული ჩვენი პოლიტიკა, ეს არის სამშვიდობო პოლიტიკა და ვმოქმედებთ ბუნებრივია ამ პრიორიტეტების შესაბამისად. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხაზგასმით უნდა ითქვას ის, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი წითელი ხაზები და ეს წითელი ხაზები პირველ რიგში, დაკავშირებულია, რა თქმა უნდა, ტერიტორიულ მთლიანობასთან.  ეს იქნება ამოსავალი წერტილი, ეს არის ურყევი პრინციპი, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვმოქმედებთ“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

მისივე თქმით, ქართული მხარის ინიციატივას, განვითარდეს ურთიერთობები ადამიანებს შორის,   რუსეთი ხელოვნურ ბარიერებს უქმნის.

„ჩვენი პრიორიტეტია ზოგადად, რა თქმა უნდა, ადამიანებს შორის ურთიერთობების გაღრმავება, განვითარება. სამწუხაროდ, ამ ურთიერთობებს ექმნება ხელოვნური ბარიერი რუსეთის ფედერაციის მხრიდან და ეს არის დღევანდელი რეალობა. ჩვენი ინტერესია, რომ მაქსიმლურად განვითარდეს ადამიანებს შორის ურთიერთობები იმისათვის, რომ აღსდგეს ნდობა ჩვენს შორის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა, სერგეი შამბამ რუსულ გამოცემასთან "ეხო მასკვისთან"  მიცემულ ვრცელ ინტერვიუში განაცხადა, რომ როგორც მეზობელმა ქვეყანამ,  დროა, აფხაზეთმა საქართველოსთან მოლაპარაკებები დაიწყოს და ერთობლივ მომავალზე იფიქროს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930