16-08-2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტობის კანდიდატის დავით უსუფაშვილის განცხადება შეაფასა. მისი თქმით, დავით უსუფაშვილმა უხეში შეცდომა დაუშვა.
"დავით უსუფაშვილმა, მარტივად რომ ვთქვათ, დაუშვა უხეში შეცდომა. არავითარ ანალიზზე არ არის საუბარი. იმ გამონათქვამში დაშვებული იყო ძალიან უხეში შეცდომა როგორც ექსპერტული, პოლიტიკური, ისე ადამიანური კუთხით. ყველანაირი კუთხით დაუშვა ადამიანმა შეცდომა და უნდა ვაპატიოთ. შეფასებები გაკეთდა და შესაბამისად, ეს საკითხი ამოწურულია", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ სასახლის ზომა კონკრეტული სახელმწიფო თანამდებობის პირის ძალაუფლებასთან უნდა იყოს კავშირში, მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე შენობის სარდაფის მინუს მესამე სართულზე უნდა განთავსდეს.
15-05-2025