30-05-2023
„ბატონმა სულეიმან სოილუმ ბრძანა: „ლაჩრები გვიწოდეთ, თუ არ გავანადგურებთ ყველას, ვინც ამ ქვეყანას ავნებს, მათ შორის ამერიკულ ჯარებს,“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა. მან სულეიმან სოილუს საკმაოდ თამამი განცხადების ციტირებამდე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ თურქეთი გახლავთ NATO-ს წევრი და EU-ს წევრობის კანდიდატი ქვეყანა.
„Говорит Анкара!“ საინტერესო ციტატა მინდა, მოვიყვანო თურქეთში გამარჯვებული პრეზიდენტის მხარდამჭერი მიტინგიდან. ციტატა ეკუთვნის NATO-ს წევრი და EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს. ბატონმა სულეიმან სოილუმ ბრძანა: „ლაჩრები გვიწოდეთ, თუ არ გავანადგურებთ ყველას, ვინც ამ ქვეყანას ავნებს, მათ შორის ამერიკულ ჯარებს. მომდევნო 5 წლის განმავლობაში თურქეთს ასეთი შესაძლებლობა პირველად გაუჩნდა. ჩვენ პირველად გამოვიჭირეთ დასავლეთი სუსტ მდგომარეობაში. პირველად დავიჭირეთ ამერიკა ასეთ მდგომარეობაში. პირველად 100 წლის განმავლობაში ჩვენ ისინი რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად დავიჭირეთ. ალაჰის ნებითა და წყალობით, ჩვენ ახლა ყველაზე ძლიერ პერიოდში ვართ ბოლო 300 წლის განმავლობაში. ხვალინდელი დღე, დემოკრატიის ძალით, ხალხის ძალაუფლებით, იქნება გარდამტეხი მომენტი დასავლური ძალების ჩაგვრისა და მათი ბოროტი საქმეებისაგან მსოფლიოს გადარჩენაში,“ - წერს დავით ქართველიშვილი.
16-11-2024
16-11-2024