გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოლომონ პავლიაშვილი პარიზის საერთაშორისო ფორუმს „დავასრულოთ პლასტიკით დაბინძურება ქალაქებში“ დაესწრო

31-05-2023

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი პარიზის საერთაშორისო ფორუმს „დავასრულოთ პლასტიკით დაბინძურება ქალაქებში“დაესწრო.

 

ფორუმის ფარგლებში, სოლომონ პავლიაშვილმა ორ თემატურ დისკუსიაში: პლასტიკის მდგრადიწარმოება/გამოყენება და პლასტიკით დაბინძურების პრევენცია მიიღო მონაწილეობა.

 

მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა პლასტიკით დაბინძურების პრევენციის მიმართულებით საქართველოში მიმდინარე აქტივობებზე და ხაზი გაუსვა ქვეყნის მზაობის საკითხს ცირკულარული მართვის მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით.

 

„საქართველოს მთავრობამ, პლასტიკის ნარჩენების პრევენციის მიმართულებით ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან ქართული კანონმდებლობის დასაახლოვებლად  მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.  კავკასიის რეგიონში საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა მიიღო გადაწყვეტილება პლასტიკის პარკების აკრძალვასთან დაკავშირებით. აქტიურად ვმუშაობთ პლასტიკის ნაკადების შეფასების, ალტერნატიული წყაროების იდენტიფიცირების და ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის აკრძალვის მიმართულებით“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა.

 

აღსანიშნავია, რომ 2022 წლისმარტში, გაეროს გარემოს დაცვის ასამბლეამ (UNEA) რეზოლუცია დაასრულე პლასტიკური დაბინძურება“ მიიღო, რომელიც მიზნად ისახავს პლასტიკით დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისოშეთანხმების შემუშავებას.

 

ფორუმში, მსოფლიო მასშტაბით, გარემოს დაცვის მიმართულების მაღალი რანგის თანამდებობის პირები, ასევე,გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031