გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ამერიკულ გამოცემა „Saveur“-ში საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის შესახებ სტატია გამოქვეყნდება

1-06-2023

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ცნობილ ფოტორეპორტიორს ნილ სანტოსს უმასპინძლა. პრესტურის ფარგლებში ნილ სანტოსი ქართულ კულინარიას და ღვინოს გაეცნო.


ამერიკელმა ფოტოგრაფმა თბილისსა და მცხეთაში იმოგზაურა. მომზადებული ფოტომასალა მაღალრეიტინგულ გამოცემაში  „Saveur“-ში გამოქვეყნდება, სადაც საქართველოს შესახებ სპეციალური სტატია „15 Essential Dishes“ მომზადდება.  პრესტურის მიზანია საქართველოს გასტროტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია და ტურისტული ნაკადების გაზრდა.


 „Saveur“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კულინარიის შესახებ აქვეყნებს სტატიებს. გამოცემას   თვეში 1.2 მილიონი უნიკალური ვიზიტორი, ხოლო სოციალურ ქსელებში 2 მილიონზე მეტი  გამომწერი ჰყავს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930