გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება დამოკიდებული იქნება ძალიან ბევრ ფაქტორზე და არა მხოლოდ იმ ნაბიჯებზე, რასაც საქართველო დგამს" - მაკა ბოჭორიშვილი

1-06-2023

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ აქვს დადებითი მოლოდინი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით.


როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის გადაწყვეტილება დამოკიდებულია ბევრ სხვა ფაქტორზე და არა მხოლოდ იმაზე, რა ნაბიჯებსაც საქართველო დგამს.


"მე იმედი მაქვს, რომ შეფასება იქნება ობიექტური. ჩვენ ეს ერთხელ უკვე ვნახეთ - ევროკომისიის მიერ გაკეთებული შეფასებები, როდესაც ჩვენს კითხვარებზე მივიღეთ დასკვნები. მე იმედი მაქვს, რომ ასევე პოზიტიურად შეფასდება ის ნაბიჯები, რაც უკვე გადადგა საქართველომ და რა თქმა უნდა, მოლოდინი მაქვს, რომ ეს ზეპირი შეფასება უკვე პოზიტიურ ელემენტებს შეიტანს და მოამზადებს შემოდგომისთვის იმ ანგარიშში, რომელზეც უკვე მუშაობს ევროკომისია, მაგრამ რომელიც გამოქვეყნდება დეკემბერში.


გარდა ამისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ტექნიკური მხარე ამ ყველაფრის, რასაც ევროკომისია მოამზადებს - ანგარიში, შეფასებები, იქ ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იქნება პოლიტიკური კომპონენტი და ის კონტექსტი, რა კონტექსტშიც ევროკავშირი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. მე იმედი მაქვს, ეს ყველაფერი ერთობლიობაში იქნება საქართველოს სასარგებლოდ და გადაწყვეტილებაც იქნება დადებითი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ, საზოგადოებამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს დამოკიდებული იქნება ძალიან ბევრ ფაქტორზე და არა მხოლოდ იმ ნაბიჯებზე, რასაც საქართველო დგამს,"- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930