გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„აწარმოე საქართველოში" დირექტორი შვეიცარიის სამთავრობო და კერძო სექტორის დელეგაციას შეხვდა

2-06-2023

სააგენტომ „აწარმოე საქართველოში" შვეიცარიის ოფიციალურ სამთავრობო და კერძო სექტორის დელეგაციას უმასპინძლა.


დელეგაციას შვეიცარიის კონფედერაციის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი ელენა ბუდლიგერი ხელმძღვანელობდა.


დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ შვეიცარიის ბიზნეს გაერთიანებები და შვეიცარიული კომპანიები ჯანდაცვის, ენერგეტიკის, ავიაციისა და სხვა მიმართულებით. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ელჩი შვეიცარიაში რევაზ ლომინაძე.


შეხვედრის ფარგლებში სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა შვეიცარიის დელეგაციას სააგენტოს საქმიანობა, ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამები, საქართველოს საინვესტიციო და სავაჭრო გარემოს უპირატესობები გააცნო.


შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისა და ბიზნეს-კავშირების განვითარების შესაძლებლობა.

შეხვედრის მონაწილე შვეიცარიის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს იმ პოზიტიურ გამოცდილებას, რაც მათ საქართველოში საქმიანობასთან დაკავშირებით გააჩნიათ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30