გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ComCom-მა ქობულეთსა და ხელვაჩაურში ელექტრონული აუქციონის გამოყენების შესახებ სემინარი ჩაატარა

5-06-2023

კომუნიკაციების კომისიამ, ციფრული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ელექტრონული პორტალის - eAuction.ge-ის გამოყენებაში გადაამზადა.


სემინარზე განხილული იყო პორტალის დანიშნულება, მისი შესაძლებლობები და გამოყენების წესები. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ქეთევან კიკნაძე უძღვებოდა.


ციფრული მხარდაჭერის პროგრამა, ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების ტრენინგ მოდულების გარდა, ითვალისწინებს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მიერ სახელმწიფო ელექტრონული სერვისების გამოყენების ხელშეწყობას და ამ მიმართულებით შესაბამისი სემინარების ჩატარებას.


შეგახსენებთ, რომ ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად, ხორციელდება პროექტი „Log-in Georgia", რომლის შემადგენელი ნაწილიც ციფრული მხარდაჭერის პროგრამაა. „Log-in Georgia" საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930