გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვლადიმერ ბოჟაძე: ქართული ბიზნესის რეკეტი და პენსიონერების მძარცველი, ოლიგარქი დავით კეზერაშვილი 420 000 დოლარს იხდის მხოლოდ იმაში რომ, ურეიტინგო ,,ფორმულას" შესახებ ამერიკულ მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს

5-06-2023

FARA-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ბიუჯეტის ქურდი, ქართული ჯარის ფულის მიმთვისებელი, ქართული ბიზნესის რეკეტი და ევროკავშირის მოქალაქე პენსიონერების მძარცველი, ოლიგარქი დავით კეზერაშვილი 420 000(ოთხასოცი ათასი) დოლარს იხდის მხოლოდ იმაში რომ, ურეიტინგო ,,ფორმულას" შესახებ ამერიკულ მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს, - ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციას „ფორმულას“ მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავების შესახებ.


მისი თქმით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ტელეკომპანია „ფორმულა“ ნაძარცვი ფულით შექმნა, საზოგაოდებისთვის თვალის ასახვევად კი, წილების ნაწილი თანამშრომლებს გადასცა. ბოჟაძე ასევე აღნიშნავს იმასაც, რომ „ბიბისის“ ცნობილმა სიუჟეტმა, სადაც კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ იყო საუბარი, მას ფული და შრომა წყალში ჩაუყარა. „FARA-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ბიუჯეტის ქურდი, ქართული ჯარის ფულის მიმთვისებელი, ქართული ბიზნესის რეკეტი და ევროკავშირის მოქალაქე პენსიონერების მძარცველი, ოლიგარქი დავით კეზერაშვილი 420 000(ოთხასოცი ათასი) დოლარს იხდის მხოლოდ იმაში რომ, ურეიტინგო ,,ფორმულას" შესახებ ამერიკულ მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს.


მილიონობით ლარს ახარჯავს ურეიტინგო ტელეკომპანიას, რომელიც ნაძარცვი ფულით შექმნა, თვალის ასახვევად მისი წილების ნაწილი თანამშრომლებს გადაცა და ახლა ,,ფორმულას" შესახებ ,,სიმართლის" გავრცელებაში იხდის ფულს. როგორც ჩანს კეზერას კიდევ უფრო ძვირი დაუჯდებოდა ევროპარლამენტის რეზოლუციაში ,,მედიამენეჯერად" მოხსენიება, თუმცა BBC-ის ცნობილმა სიუჟეტმა ეს ფულიც და შრომაც წყალში ჩაუყარა.


დღეს კეზერას წინაამდეგ გამოძიებას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მიმდინარეობს და სწორედ ამ გამოძიებისთვის ერთგვარი ,,იმუნიტეტის" შექმნის მცდელობაა ლობისტური კამპანიის დაფინანსება, თუმცა მილიარდობით ნაძარცი ფულიდან რამდენი მილიონიც არ უნდა დახარჯოს ,,პატიოსანი ადამიანის" იმიჯის შექნმაში, ვერ საქართველოს და ვერ ევროკავშირის მართლსაჯულებას ოლიგაქი კეზერაშვილი ვერსად დაემალება, ვერც მისი მართვადი ,,ნაცმოძრაობა", ვერც რადიკალური პოზიცია და ვერც მოსყიდული ენჯეო და მედია სექტორი უშველის!“ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930