გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრი გაიხსნა

18-08-2018

თბილისში,  ბესიკის ქუჩა N4-ში, „ბიზნეს ცენტრი ბესიკზე“ შენობაში რუსეთის სავიზო ცენტრი გაიხსნა.


რუსეთის ოფიციალური სავიზო ცენტრი მოქალაქეებს ყოველ სამუშაო დღეს, 09:00 საათიდან მოემსახურება.


დოკუმენტაციის მიღება შესაძლებელია წინასწარი ჩაწერით, ვებგვერდზე – https://tass-georgia.ge/.


დოკუმენტების შეტანისას განმცხადებელი იხდის საკონსულო გადასახადს და სერვისის საფასურს, რომელიც 30 აშშ დოლარს შეადგენს. მიღებულ დოკუმენტაციას ცენტრი მეორე სამუშაო დღეს აგზავნის შვეიცარიის საელჩოში მდებარე რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციაში, სადაც ვიზის გაცემის ან ვიზაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება შვიდი სამუშაო დღის განმავლობაში უნდა მიიღონ.


რუსთის სავიზო ცენტრის წარმომადგენლის, ალექსეი ჩესნაკოვის განცხადებით, ცენტრში განმცხადებლებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები იქნება. მისი თქმით, ამისთვის არსებობს კვალიფიციური პერსონალი, 16 მიმღები ფანჯარა და სხვა შესაძლებლობები.


„ეს ცენტრი არის ხელმისაწვდომი ყველასთვის, ვისაც სურს ვიზის აღება. ჩვენ ვთავაზობთ მოქალაქეებს კომფორტულ გარემოს. ჩვენთან შემოტანილი საბუთები გადაიგზავნება რუსეთის ინტერესების სექციაში, სადაც გადაწყდება ვიზის გაცემის ან არ გაცემის საკითხი“, – განაცხადა ალექსეი ჩესნაკოვმა.


1tv.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728