5-06-2023
ყველას მოვუწოდებ, მიხეილ სააკაშვილთან და დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით უცხოელების მხრიდან გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებები აიღონ და გვერდით ხელშეკრულება დადონ, შემდეგ კი ივარაუდონ, რა თანხა მოხვდა ამ ადამიანების ჯიბეში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ფულით შესაძლებელია უცხოელი ექსპერტების და ყოფილი დიპლომატების განცხადებების ყიდვა, რომლის საშუალებითაც საქართველოს იმიჯის შელახვა ქვეყნის გარეთ ხორციელდება.
„ეს არის კიდევ ერთი დასტური პოლიტიკური კორუფციისა, რომელიც საქართველოსთან მიმართებით ქვეყნის გარეთაა ჩამოყალიბებული. ჩვენ ვნახეთ მსგავსი
სახის გარიგებები მიხეილ სააკაშვილის სახელთან დაკავშირებით, ახლა ვხედავთ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით. ასევე, ვნახეთ ამის შედეგები რა იყო.
ამის შემდეგ იყო ნაყიდი სტატიები მედიაში, ნაყიდი რეპორტაჟები მედიაში, ნაყიდი ექსპერტები და ნაყიდი განცხადებები. ეს არის ჩვეულებრივი დასტური პოლიტიკური კორუფციისა. ამიტომ ამ მხრივ უნდა შევხედოთ და დავაკვირდეთ. ერთი მხრივ, გავიხსენოთ ყველა ის პოლიტიკოსი, ყოფილი დიპლომატი, უცხოური მედია და ა.შ, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებდა, თითქოს მისი წამება მიდიოდა, არასათანადო მოპყრობა და ა.შ. და დავსვათ კითხვა, იმ მილიონიდან შემთხვევით ხომ არ მოხდა გარკვეული წილი ყოფილ ელჩებთან, დიპლომატებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების ყოფილ ლიდერებთან, რომლებიც დღეს უცხო ქვეყნიდან საქართველოს ჭკუის დარიგებით და საქართველოს დისკრედიტაციით არიან დაკავებულები?
მეორე, დავაკვირდეთ დღეის შემდეგ ვინ გააკეთებს დავით კეზერაშვილისთვის მხარდამჭერ განცხადებებს და იქვე დავსვათ კითხვა, ამ ნახევარი მილიონიდან რა წილი მოხვდა ყოფილი ელჩების, საერთაშორისო ორგანიზაციების ყოფილი წარმომადგენლების და ა.შ, ჯიბეში.
ეს ჩემი აზრით, არის ნათელი დასტური პოლიტიკური კორუფციისა, რომლის წყალობითაც საქართველოს იმიჯის შელახვა ქვეყნის გარეთ ხორციელდება. აღმოჩნდა, რომ ფულით შესაძლებელია უცხოელი ექსპერტების, ყოფილი დიპლომატების და ა.შ. განცხადებები იყიდონ. ასევე, სტატიები, მედია რეპორტაჟები იყიდონ და საქართველოს რეპუტაცია ქვეყნის გარეთ გააშავონ. აი, ეს დასტურდება ნამდვილად. ყველას მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილთან და დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით უცხოელების მხრიდან გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებები აიღონ და გვერდით ხელშეკრულება დადონ, შემდეგ კი ივარაუდონ, რა თანხა მოხდა ამ ადამიანების ჯიბეში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024