გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილმა ვანში განახლებული რეგიონების ფარგლებში რეაბილიტირებული ცენტრი დაათვალიერა

6-06-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსთან ლერი ბარნაბიშვილთან ერთად ვანში განახლებული რეგიონების ფარგლებში რეაბილიტირებული ცენტრი დაათვალიერა.


განხორციელებული სამუშაოების შესახებ პრემიერ-მინისტრს ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდა.


პროგრამის ფარგლებში ვანში თავისუფლებისა და თამარ მეფის ქუჩებზე მდებარე, ჯამში, 35 შენობა და 3 სკვერი განახლდა. ასევე მოეწყო ადგილობრივი მოსახლეობის სახლებში შესასვლელი ღობეები და განათება, მოწესრიგდა ცენტრალური მოედანი, ბაზრის ტერიტორია, მიმდებარე კომერციული ფართებით. ჩატარებული სამუშაოების ღირებულებამ 11.8 მილიონ ლარამდე შეადგინა.


სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები" ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, დასრულებულია პროგრამის პირველი ფაზის პროექტები და დაწყებულია მეორე ფაზის სამუშაოები. ენერგოეფექტური მასალის გამოყენებით უკვე განახლებულია 727 შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორიები, მოწყობილია საფეხმავლო ბილიკები, ტროტუარები, საინჟინრო ქსელები, 92 სკვერი და 1 კმ-იანი ბულვარი ქობულეთში.


ვანში პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930