გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-მ რუსთავში ავტომატური იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

19-08-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ტ.ნ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

 

ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე  ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

სამართალდამცველებმა ტ.ნ. ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 24-ე კილომეტრზე, ავტომანქანით გადაადგილებისას დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის ავტომანქანის  ჩხრეკისას, დამალული „აკ-74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი, 42 საბრძოლო ვაზნა და „ეკოლის“ მოდელის ხმოვანი პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031