გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) სწავლება „დიდგორი 2023“ - ის წინამოსამზადებელი სემინარი გაიმართა

7-06-2023

უწყებათაშორისი სამეთაურო საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023“-ის დაგეგმვის პროცესის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ორგანიზებით თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში სემინარი გაიმართა.


„ეროვნული დონის სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის მიმოხილვა“ უსაფრთხოების საბჭოს აპარატთან კოორდინაციით ჩატარდა. სემინარს სწავლებაში ჩართული სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ. დაგეგმვის პროცესში მსგავსი სახის ღონისძიება პირველად ჩატარდა, რაც შესაძლებლობას შექმნის ერთიანი სამთავრობო მიდგომის პრინციპების გათვალისწინებით სწავლებისთვის საჭირო სტრატეგიული დონის დოკუმენტები შემუშავდეს.


უწყებათშორისი სწავლება „დიდგორი-2023“ წელს მეცხრედ ჩატარდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31