გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: მსოფლიო ბანკის გლობალური ეკონომიკის ანგარიშში საქართველო ლიდერი ქვეყანაა - 2023 წელს ეკონომიკის ზრდის ტემპი 0.4% გაზრდილია, რაც საერთო ჯამში 4.4% მიაღწევს და მომდევნო 2024-25 წლებში მდგრადი 5% იქნება

8-06-2023

„როგორც მოსალოდნელი იყო, მსოფლიო ბანკის გლობალური ეკონომიკის ანგარიშში საქართველო ლიდერი ქვეყანაა და უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს რიგ წევრებს. 2023 წელს ეკონომიკის ზრდის ტემპი 0.4% გაზრდილია, რაც საერთო ჯამში 4.4% მიაღწევს და მომდევნო 2024-25 წლებში მდგრადი 5% იქნება“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ, სოციალურ ქსელში დაწერა.


მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი 0.4%-ით გაიზარდა და ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ბანკის გლობალური ეკონომიკის ანგარიშში ლიდერია, რაც ჩვენი ეროვნული პოლიტიკის დამსახურებაა.


„როგორც მოსალოდნელი იყო, მსოფლიო ბანკის გლობალური ეკონომიკის ანგარიშში საქართველო ლიდერი ქვეყანაა და უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს რიგ წევრებს. 2023 წელს ეკონომიკის ზრდის ტემპი 0.4% გაზრდილია, რაც საერთო ჯამში 4.4% მიაღწევს და მომდევნო 2024-25 წლებში მდგრადი 5% იქნება.


მე მგონი, არავის ეპარება ეჭვი, თუ რამ გამოიწვია საქართველოს ეკონომიკური, სტაბილური განვითარება. მშვიდობის პოლიტიკა, სტაბილური განვითარება, ეკონომიკური სტრატეგია და რეგიონული გამოწვევების სწორი, რაციონალური გამოყენება განაპირობებს საქართველოს მდგრად განვითარებას. ეს არის რეალ-პოლიტიკა, ეროვნული პოლიტიკა და აუცილებლად შეუქცევად პროცესად უნდა ვაქციოთ, ჩვენი ჯანსაღი და სწორი გადაწყვეტილებებით!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930