გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის სოფელ კავთისხევის მიმდებარედ, სოფლის დღესასწაულთან „კავთობასთან“ დაკავშირებით დოღში შეჯიბრი გაიმართა

11-06-2023

11 ივნისს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევის მიმდებარედ, ე. წ. "იორამის გორას" მიდამოებში სოფლის დღესასწაულთან „კავთობასთან“ დაკავშირებით დოღში შეჯიბრი გაიმართა.

შეჯიბრში მონაწილეობდა კასპის და მცხეთის მუნიციპალიტეტის 14 ცხენოსანი.

 

შეჯიბრში პირველი ადგილი კასპელმა ლაზარე ონიკაშვილმა მოიპოვა, მეორე ადგილზე მეტეხელი თორნიკე ბოგველი ხოლო მესამე ადგილზე თვალადელი გიორგი კაციაშვილი გავიდა.

 

საპრიზო ადგილზე გასული ცხენოსნები მუნიციპალიტეტის მერიამ თასებით და მედლებით დააჯილდოვა.

 

გამარჯვებულებს მედლები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძენ, მერის მოადგილე ზურაბ კოპაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა გადასცეს.

 

დღევანდელი ღონისძიება მიეძღვნა ქართული ტრადიციების აღდგენას და მის დამკვიდრებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728