გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი: როდესაც რამეს გვიწუნებენ, სულ მცირე, ვიმსახურებთ იმას, რომ საფუძვლიანი შენიშვნები მოგვცენ... ხოლო თუკი შენიშვნები არ არსებობს, მაშინ საერთოდ არ ღირს საუბარი

13-06-2023

„როდესაც ხდება ამგვარი მითითებები, სახელმწიფო, სახელისუფლებო გუნდი და წარმდგენი, სულ მცირე, იმსახურებენ იმას, რომ საფუძვლიანი შენიშვნები მიეცეთ. ხოლო თუკი შენიშვნები არ არსებობს, მაშინ საერთოდ არ ღირს საუბარი“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამთა მეგრელიშვილმა, ტელეკომპანია „პოსტივის“ ეთერში ისაუბრა.


მისი თქმით, ჩვენი ქვეყანა და ხელისუფლება იმსახურებს კონკრეტულ მითითებებს, თუ რა მიმართულებით აქვთ სამუშაო, და არა პირდაპირ მოთხოვნას, რომ რომელიმე კანონი მიიღონ, ან არ მიიღონ.


"პირველ რიგში, მინდა, გავიხსენო 2015 წლის 13 ივნისის მძიმე მოვლენები, 8 წელი გავიდა ამ ძალიან მძიმე დღის შემდეგ და მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. რაც შეეხება შეკითხვას, რა თქმა უნდა, როდესაც ხდება შეფასება და იდება გარკვეული რეკომენდაციები, აუცილებელია, სამართლებრივ ნაწილზე გამახვილდეს ყურადღება, რაც ნიშნავს იმას, რომ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რას გვიწუნებენ, რა სამართლებრივი ხარვეზებია, რა არის გამოსასწორებელი და რატომ, რათა ამაზე იმუშაოს სახელისუფლებო გუნდმა - ეს არის მუშა პროცესი.


მაგრამ როდესაც ამ შენიშვნებზე არ მიგვითითებენ და უბრალოდ საუბარია იმაზე, რომ ეს არ უნდა მივიღოთ, ან უნდა მივიღოთ, ეს არის ცალსახად პოლიტიკური დავალება. სახელისუფლებო გუნდს ამაზე საკუთარი პოზიცია აქვს: თუ ევროკომისია იტყვის, რომ ეს პერსონალიზებული მიდგომა უნდა შენარჩუნდეს, მაშინ კანონი გაუქმდება, მაგრამ თუ, ვთქვათ, ამ 12 პუნქტში შენარჩუნდება პერსონალიზებული მიდგომა, ამ შემთხვევაში კანონი ძალაში დარჩება. აქედან გამომდინარე ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ როდესაც ხდება ამგვარი მითითებები, სახელმწიფო, სახელისუფლებო გუნდი და წარმდგენი, სულ მცირე, იმსახურებენ იმას, რომ საფუძვლიანი შენიშვნები მიეცეთ. ხოლო თუკი შენიშვნები არ არსებობს, მაშინ საერთოდ არ ღირს საუბარი“ - განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930