გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: 36 წლის გირჩელი წვიმიტიძის აქციას თსუ-ში დაარქვეს სტუდენტების აქცია- ეს ყველაფერი პარტიულად დაორგანიზებულია და ამას რომ არქმევენ აღშფოთებული სტუდენტების, შშმ პირების და ემიგრანტების აქციებს ეს არის სამარცხვინო

15-06-2023

„რამდენიმე დღის წინ გაიმართა აქცია, რომელსაც დაარქვეს აღშფოთებული სტუდენტების აქცია და აღმოჩნდა, რომ ეს აღშფოთებული სტუდენტი იყო 36 წლის ერთ-ერთი „ნაცმოძრაობის“ განშტოების აქტივისტი წვიმიტიძე“-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

კობახიძე ასევე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს ბრიუსელში გამართულ აქციას და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი არის პარტიულად დაორგანიზებული აქციები და სამარცხვინოა, როდესაც არქმევენ აღშფოთებული სტუდენტების, შშმ პირების და ემიგრანტების აქციებს.

 

„36 წლის გირჩელის აქციას თსუ-ში დაარქვეს აღშფოთებული სტუდენტების აქცია, ეს ერთი. გუშინ აქ აქციას დაარქვეს შშმ პირების აქცია- სამარცხვინო. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი აქტივისტი იყო, რომელმაც ეს გააკეთა. რაც შეეხება ბრიუსელში გამართულ აქციას, აქაც აღმოჩნდა ერთ-ერთი ნაციონალი, ლგბტ აქტივისტი, რომელიც აქაც აქტიურობდა, იქ წასულა და იქაც აქტიურობს. რეალურად ყველაფერი არის პარტიულად დაორგანიზებული აქციები და ამას რომ არქმევენ აღშფოთებული სტუდენტების, შშმ პირების და ემიგრანტების აქციებს, ესაა სამარცხვინო.

 

კეზერაშვილის ევროპელი პენსიონერებისგან მოპარული შავი ფულით ფინანსდება ასეთი მარტივი აქციები, ხან 3 კაციანი, ხან 2, ხან 7 და ხან შეიძლება 20 კაციანი, მაგრამ ეს ყველაფერი არის პარტიული კოორდინაცია. ამას ვერავინ დაარქმევს ვერც სტუდენტების, ვერც შშმ პირების და ვერც ემიგრანტების აქციას იმიტომ, რომ ეს არის სისხლიანი ფულით ორგანიზებული აქციები“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930