გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობხიძე: ხოშტარიას აქვს თავისი კომპლექსი რუსულ რუბლებთან დაკავშირებით, უნდა, რომ სხვა მიმართულება მისცეს, მაგრამ რუსულ რუბლებს საქართველოში აქვს ერთი მიმართულება - ეს არის ელენე ხოშტარიას საბანკო ანგარიში

15-06-2023

როგორც თსუში მოწყობილი პროვოკაცია, გუშინდელი პროვოკაცია ექვემდებარებოდა საერთო კოორდინაციას. ეს იყო კოორდინირებული კეზერაშვილის ცოლის ძმის, ჩიქოვანისა და ელენე ხოშტარიას მიერ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, ხოშტარიას აქვს თავისი კომპლექსი რუსულ რუბლებთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე უნდა, რომ სხვა მიმართულება მისცეს რუსულ რუბლებს, მაგრამ რუსულ რუბლებს საქართველოში აქვს ერთი მიმართულება - ეს არის ელენე ხოშტარიას საბანკო ანგარიში მისივე თქმით, კატეგორიულად მიუღებელია ის პროვოკაცია, რომელიც გუშინ პარლამენტში ვიხილეთ.

 

„როდესაც შშმ ბავშვებს იყენებ კოორდინირებული პოლიტიკური პროვოკაციის მოსაწყობად, ეს არის, რბილად რომ ვთქვათ, კატეგორიულად მიუღებელი. გუშინვე ვთქვით, რომ, როგორც თსუში მოწყობილი პროვოკაცია, გუშინდელი პროვოკაცია ექვემდებარებოდა საერთო კოორდინაციას. დამატებითი ინფორმაცია მოვიძიეთ ამასთან დაკავშირებით და გამოიკვეთა ორი მიმართულება.

 

ეს იყო კოორდინირებული კეზერაშვილის ცოლის ძმის, ჩიქოვანისა და ელენე ხოშტარიას მიერ. ხოშტარიას აქვს თავისი კომპლექსი რუსულ რუბლებთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე უნდა, რომ სხვა მიმართულება მისცეს რუსულ რუბლებს, მაგრამ რუსულ რუბლებს საქართველოში აქვს ერთი მიმართულება - ეს არის ელენე ხოშტარიას საბანკო ანგარიში. 5 მილიონი რუბლი ჩაერიცხა ცოტა ხნის წინ ხოშტარიას და ამ დღეებშიც გრძელდება თანხების მიღება, ოჯახი ეძებს ბათუმში ბინას, თბილისის შემოგარენში მიწას და ა.შ. რუსული რუბლებით ისინი ამდიდრებენ საკუთარი უძრავი ქონების ჩამონათვალს.

 

აქვს კომპლექსი, აქედან გამომდინარე, ამას უკავშირდებოდა ერთი და იგივე კუპიურები, რომელიც ვიხილეთ თსუ-ში და საქართველოს პარლამენტში. ეს იყო კეზერაშვილის და ხოშტარიას ერთობლივი ინიციატივა, რომელიც დაიგეგმა ერთერთ რესტორანში, რომელიც ეკუთვნის გუშინდელი პროვოკაციის ავტორს და თსუში მომხდარი პროვოკაციის ერთ-ერთ თანამონაწილეს. ეს არის უბრალოდ ძალიან ბინძური პროვოკაცია“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მისივე თქმით, ამ პროვოკაციებში პირდაპირ იყო ჩართული ტელეკომპანია „ფორმულა“.

 

„კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც კეზერაშვილის სისხლიანი ფული იხარჯება ასეთ პროვოკაციებზე. როდესაც ეს ახალგაზრდები სისხლიან ფულს იღებენ კეზერაშვილისგან, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ მათ, რომ ესეც არასწორია და იმედია, ისინი სწორი მიმართულებით გააგრძელებენ ცხოვრებას“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930