16-06-2023
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, მყარი ნარჩენების მართვის (SolidWasteManagement) კომპონენტი და აღნიშნული მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
სოლომონ პავლიაშვილმა მადლობა გადაუხადა USAID-ის წარმომადგენლებსარაერთი მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტებში ნარჩენების მართვის კომპონენტის გააქტიურება მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი იქნება.
„ქვეყანაში ნარჩენების მართვის სისტემის ჩამოყალიბების მიმართულებით ხელშესახები პროგრესი უკვე არსებობს. მიღებული გვაქვს ტექნიკური რეგლამენტები ზეთების, საბურავების, ელექტრო და ელექტრომოწყობილობების, აკუმულატორების ნარჩენების მართვის მიმართულებებით. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა შესაფუთი და ავტომობილების ნარჩენების მართვის ტექნიკურ რეგლამენტებზე. ჩვენი სწორი პოლიტიკით და ბიზნესთან აქტიური კომუნიკაციით, რეალურად ამუშავდა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების(მგვ) სისტემა, სადაც, დღეისათვის, უკვე 11 000-მდე კომპანიაა გაერთიანებული. ჩვენი პოლიტიკის მთავარი მიზანი გარემოდან ნარჩენების ამოღებაა, თუმცა ნარჩენების მდგრადი მართვის უზრუნველყოფისთვის, საჭიროა ქვეყანაში ნარჩენების გადამმუშავებელი წარმოების განვითარება. სწორედ ამ მიმართულებით გვჭირდება რეალური მხარდაჭერა. ვფიქრობ, სახელმწიფოსა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, მათ შორისUSAID-ის, კოორდინირებული მოქმედება, ეფექტიანი და შედეგის მომცემი იქნება. უნდა აღინიშნოს, რომ ნარჩენების შეგროვებისა და გადამუშავების გამართული სისტემის არსებობა, ცირკულარული ეკონომიკის დანერგვას გაადვილებს“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
როგორც შეხვედრაზე USAID-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამაფოკუსირებულია კერძო სექტორის განვითარებაზე.
მყარი ნარჩენების მართვის კომპონენტში, ტექნიკური დახმარება უკვე გაეწია რამდენიმე კომპანიას საბურავების, მინის, პლასტმასის და ა.შ გადამუშავების მიმართულებით. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ახლო მომავალში,გაფართოებულ ფორმატში, გაიმართება სამინისტროს, USAID-ისსხვადასხვა პროექტის, კერძო კომპანიების წარმომადგენლებისა და მგვ-ის წევრი ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრა, სადაც ნარჩენების გადამუშავების კუთხით პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავენ და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.
16-11-2024
16-11-2024