გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ ჭარაია: მნიშვნელოვანია რომ „ჰანკე“-ს ინდექსი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ინდექსი ადეკვატურ ჭრილში წავიკითხოთ და არა ისე, როგორც ჩვენს ინტერესს ერგება

19-06-2023

„ჰანკეს“ ინდექსი არ წარმოადგენს რომელიმე ორგანიზაციის კვლევას, სხვადასხვა ინდექსების მექანიკური ნაზავია. კერძოდ, ის უმატებს ერთმანეთს უმუშევრობის, ინფლაციისა და სესხის საბაზრო პროცენტს და აკლებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს. რაც, რა თქმა უნდა, შინაარსობრივად არ წარმოადგენს ქვეყნის წარმატების თუ წარუმატებლობის, მითუმეტეს სიღარიბის თუ აღმშენებლობის საზომს და მისი გამოყენება მხოლოდ სპეციფიკური მიზნებისთვისაა განკუთვნილი, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა ვახტანგ ჭარაიამ „ჰანკე“-ს ყოველწლიურ ინდექსზე საუბრისას განაცხადა, რომელიც ქვეყნებში ეკონომიკურ მდგომარეობას აფასებს.


ჭარაიას განცხადებით, „ჰანკე“-ს სიღარიბის ინდექსი სპეციფიკური კვლევაა, რომელშიც წარმატებული ქვეყანა შესაძლოა წარუმატებელს ჩამორჩებოდეს.

„ჰანკე“-ს სიღარიბის ინდექსი სპეციფიკური კვლევაა, რომელშიც წარმატებული ქვეყანა შესაძლოა წარუმატებელს ჩამორჩებოდეს, ასე მაგალითად, 2023 წლის კვლევაში: ინდოეთი უსწრებს: საუდის არაბეთს, იტალიას და შვედეთს. რომ არაფერი ვთქვათ პოლონეთსა და ესტონეთზე თუ სხვებზე. ნიგერი უსწრებს: საფრანგეთს, გერმანიას, გაერთიანებულ სამეფოს, ჰონგ-კონგს და ლუქსემბურგსაც კი.


ჰანკეს ინდექსის თანახმად, ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, და ისედაც ნათელი იყო, რომ საქართველოში საკმაოდ მაღალია საბანკო პროცენტის ღირებულება, რაც ყურადღებას საჭიროებს. არც უმუშევრობა და ინფლაცია იყო საქართველოს ძლიერი მხარე 2022 წელს, ისევე როგორც თითქმის მთელი მსოფლიოში. თუმცა, იმის თქმა რომ საქართველო უფრო ღარიბი ქვეყანაა, ვიდრე ვანუატუ, ნიკარაგუა, კონგო და ბურკინა ფასო - უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება. ისევე როგორც უკრაინის უკეთეს პოზიციაში წარმოჩენა არგენტინასთან შედარებით. მნიშვნელოვანია რომ „ჰანკე“-ს ინდექსი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ინდექსი ადეკვატურ ჭრილში წავიკითხოთ და არა ისე, როგორც ჩვენს ინტერესს ერგება“, - განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930