გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახეთში საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით მცენარეთა დაცვის საშუალებების საცდელი კვლევები ჩატარდა

19-06-2023

კავკასიის, ცენტრალური აზიისა და ევროპის ქვეყნების მცენარეთა დაცვის სპეციალისტების მონაწილეობით, კახეთის რეგიონში, ტარიბანას ველზე, იტალიურ და მაროკოულ კალიებთან ბრძოლის ბიოლოგიური პესტიციდის საცდელი კვლევები ჩატარდა. კვლევები გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროგრამის „კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე კალიების გაუმჯობესებული მართვა" და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „კალიების შემოსევებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში" ფარგლებში განხორციელდა.

კალიებისა და სხვა მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბიოლოგიური პრეპარატის სადემონსტრაციო გამოცდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, პერიოდულად ტარდება. კვლევებში ჩართული არიან მცენარეთა დამცველები იტალიის, კერძოდ, სარდინიის რეგიონიდან, სადაც კალიების რაოდენობის ზრდა ფიქსირდება. სამუშაო პროცესში, იტალიელმა სპეციალისტებმა კალიებთან ბრძოლის საქართველოს მრავალწლიანი გამოცდილება გაიზიარეს.

როგორც მცენარეთა დაცვის ექსპერტებმა განმარტეს, ბიოლოგიური პრეპარატი მოქმედებს მხოლოდ კალიაზე და მისი გამოყენება ისეთ ტერიტორიებზე, სადაც შეზღუდულია ქიმიური ინსექტიციდებით დამუშავება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პერსპექტიულია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930