23-06-2023
"როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება არც ევროკავშირშია მიღებული და არც პრეზიდენტის დამოუკიდებელი სურვილი მოვისმინეთ დღეს, თუმცა, ყველაფერ ცუდს თავისი კარგი მხარეც აქვს," - ასე გამოეხმაურა "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას.
ხუნდაძის თქმით, პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილების გახმოვანებისას განმარტებები არ გააკეთა, რადგან სათქმელს ვერ ამბობს.
"პრეზიდენტი ისე იწყალებს პატიმარს, განმარტებებს არ აკეთებს, რადგან სათქმელს ვერ ამბობს, თუმცა მისი განმარტებები არც არის საჭირო. ცხადია, ქვეყანას წაუკითხავად აპროტესტებინებენ კანონს და განმარტებების გარეშე ათავისუფლებინებენ პატიმრებს. სწორედ ეს არის "ცალ ფეხზე დგომა". პრეზიდენტის მხრიდან გადაწყვეტილების მიღების დროც ამაზე მეტყველებს, რადგან ის, დასავლეთში ევროკომისრის გაკეთებულ განცხადებას დაემთხვა, რომლის რიტორიკაც უჩვეულიდ იყო შეცვლილი. როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება არც ევროკავშირშია მიღებული და არც პრეზიდენტის დამოუკიდებელი სურვილი მოვისმინეთ დღეს, თუმცა, ყველაფერ ცუდს თავისი კარგი მხარეც აქვს" - წერს დიმიტრი ხუნდაძე.
16-11-2024
16-11-2024