23-06-2023
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ირლანდიის პარლამენტის თავჯდომარე შონ ო ფარელი ეწვია. „თქვენ ხართ ამ ქვეყნის მომავალი, ქმნით ამ მომავალს. თქვენ საკუთარ თავს ხედავთ ევროკავშირის მოქალაქეებად. ჩვენი წილი კი ამ საქმეში ამ მიმართულებით გადადგმული თქვენი ნაბიჯების მხარდაჭერაა,“- განაცხადა ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარემ შონ ო ფარელმასტუდენტებთან შეხვედრისას. პარლამენტის თავმჯდომარეს თსუ კანცლერმა ლაშა საღინაძემ უმასპინძლა. შეხვედრის ბოლოს შონ ო ფარელმა უპასუხა სტუდენტების კითხვებს.
ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ის დარწმუნებულია, საქართველოს მოსახლეობას სურს ევროკავშირში გაწევრიანება ისევე, როგორც ევროკავშირს სურს იხილოს საქართველო თავის წევრად; ისაუბრა ევროკავშირის როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ უპირატესობებსა და სარგებელზე. ასევე ისაუბრა უკრაინის ომში ირლანდიის მთავრობის მხარდაჭერაზე.
სტუდენტებთან შეხვედრაზე შონ ო ფარელმასაქართველოსმტკიცე მხარდაჭერა აღუთქვა ევროკავშირისკენსავალ გზაზე:„ჩვენ ვხედავთ ქართული საზოგადოების სურვილს რომ ეს ქვეყანა იხილონ ევროკავშირში. საქართველო რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაშია. ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთად უნდა იმუშაონ ამ საკითხზე და უფრო სწრაფი და თვალსაჩინო ნაბიჯები გადადგან.“
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრას ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციის წევრები და ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ზურაბაშვილი ესწრებოდნენ.
16-11-2024
16-11-2024