გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურული ღვინის ფესტივალში გურიის ვეტერან ფერმერთა ასოციაციამ მიიღო მონაწილეობა

25-06-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, გურული ღვინის ფესტივალი გაიმართა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, მირონ ჩიგოგიძე, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის პროექტების დაგეგმვისა და მართვის ჯგუფის უფროსი, ლელა კიკნაძე, რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის სამმართველოს უფროსი, გელა ბაქანიძე და ვეტერანები დაესწრნენ.


ფესტივალის ფარგლებში, მოეწყო ხელნაკეთი ნივთებისა და კულინარიული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა; ადგილობრივ და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩასულ მეღვინეებთან,მეწარმეებთან და მეღვინეობის დარგით დაინტერესებულ სასულიერო პირებთან ერთად, ფესტივალზე, თავიანთი ნაწარმი, გურიის ვეტერან ფერმერთა ასოციაციის წევრებმაც წარმოადგინეს. დასასრულ, ჭურის მოხდის ტრადიციული ცერემონია გაიმართა.


აღსანიშნავია, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, გურული ღვინის ფესტივალი, უკვე მეორედ ტარდება და მიზნად ისახავს გურული, ენდემური ჯიშის ყურძნისგან წარმოებული ღვინის პოპულარიზაციას და, ასევე, რეგიონში მევენახეობის განვითარებას.


შემთხვევითი არაა, რომ ფესტივალს, სოფელმა ხიდისთავმა უმასპინძლა; სოფლის ძველი სახელწოდებაა ოცხანა და ის „ოცხანური საფერეს" წარმოშობის ადგილი გახლავთ.


განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ წელს, ფესტივალში, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებმაც მიიღეს მონაწილეობა, რომელთაც მეღვინეობის დარგისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაში თავიანთი წვლილი შეაქვთ.


ინფორმაციისთვის, „გურიის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერან ფერმერთა ასოციაცია" 2022 წელს, გურიაში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების ინიციატივითა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით დაარსდა. იგი 150-მდე ომის ვეტერანსა და 2 კოოპერატივს აერთიანებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930