გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: მერკელის ჩამოსვლა კიდევ ერთი მესიჯია იმ მხარდაჭერისა, რასაც ევროკავშირი საქართველოს მიმართ აკეთებს

22-08-2018

დედაქალაქის მერი კახა კალაძე გერმანიის ფედერაციის კანცლერის ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა. კალაძის თქმით, მერკელის სტუმრობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ვიზიტი გერმანიის ფედერაციის მხრიდან ჩვენი ქვეყნისთვის დიდი მხარდაჭერის დადასტურებაა. 

"საქართველოში მერკელის ჩამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა. ჩვენი მთავარი მიზანი, ამოცანა არის, იმ დიდ ოჯახში გაერთიანება, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია. კარგად გვესმის, რომ ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმაა გასატარებელი, რომლებსაც თანმიმდევრულად ვახორციელებთ. მერკელის ჩამოსვლა არის კიდევ ერთი მესიჯი იმ მხარდაჭერისა, რასაც ევროკავშირი საქართველოს მიმართ აკეთებს,"-განაცხადა კალაძემ. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930