გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ამილახვარმა ევროკომისიის კვლევისა და განვითარების საკითხებში გენერალურ დირექტორთან სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა

26-06-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი მინისტრის რანგში პირველი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა შეხვედრა გამართა ევროკომისიის კვლევისა და განვითარების საკითხებში გენერალური დირექტორიატის გენერალურ დირექტორთან მარკ ლემეტრთან.


 


 

გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა ევროკომისიას საქართველოს მხარდაჭერისთვის და ევროკავშირის საგრანტო პროგრამა Horizon Europe-ის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მხარეებმა იმსჯელეს Horizon Europe-ში მეტი ქართველი მეცნიერის ჩართვისთვის ერთობლივი ხელისშემწყობი მექანიზმების შემუშავებაზე.


 


 

საუბარი, ასევე შეეხო საქართველოში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერების შესაძლებლობებს, რათა გაიზარდოს ევროპის ინოვაციების საბჭოს პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში ქართველ მეცნიერთა და ინოვატორთა წარმატების მაჩვენებელი.


 

 


შეხვედრისას გიორგი ამილახვარმა ევროკომისიის კვლევისა და განვითარების საკითხებში გენერალურ დირექტორს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და განაცხადა, რომ ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე შენდება ადრონული თერაპიის ცენტრი. მისი თქმით, სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის ადრონული თერაპიის ცენტრის ულტრათანამედროვე ციკლოტრონები სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) უკვე აეწყო.


 


 

შეხვედრაზე მინისტრმა განაცხადა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაინტერესებულია ადრონული თერაპიის ცენტრის ევროპის კვლევითი ინფრასტრუქტურის კონსორციუმის (ERIC) წევრის სტატუსის მოპოვებით. გიორგი ამილახვარმა ამ პროცესში ევროპელი კოლეგების სრული მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930