26-06-2023
„კრამონმა პირდაპირ თქვა, ზურაბიშვილი რომ გვარამიას შეიწყალებდა, დიდი ხანია ვიცოდით და ველოდებოდითო. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი თავის დისკრეციულ უფლებას ათანხმებს ქვეყნის გარეთ, ეს კი ქვეყნის ინტერესების ღალატი და პრეზიდენტის უფლება-მოსილების ბოროტად გამოყენებაა“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, ქართულ პოლიტიკაში არიან ადამიანები, რომელთაც სამშობლო არ გააჩნიათ და მათ კუთვნილებას ისე კარგად არაფერი არ ასახავს, როგორც სიტყვა - უსამშობლოები.
„ნიკა გვარამიას გათავისუფლება სალომე ზურაბიშვილისთვის იყო დავალება და მან ეს შეასრულა. ეს ისედაც ვიცოდით, თუმცა დაადასტურა ქალბატონმა კრამონმა, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ თვე-ნახევრით ადრე, სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებდა, მან იცოდა, რომ სალომე ზურაბიშვილი გვარამიას შეიწყალებდა - ჩვენ ეს დიდი ხანია ვიცოდით და ველოდებოდითო. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი, რომელიც თავის მართლა ექსკლუზიურ უფლებამოსილებას, თუ ვინ უნდა შეიწყალოს და ვინ არა, უნდა იყენებდეს მართებულად, ამას არ აკეთებს.
კი, მან შეიძლება შეიწყალოს ადამიანი, რომლის შეწყალებაც სწორი არ არის და საზოგადოებას არ მოეწონოს, მაგრამ როცა ამას ათანხმებს ვიღაცასთან, ქვეყნის გარეთ, როდესაც ეს ხდება დაკვეთით, ბრძანებითა და მითითებით, ეს ქვეყნის ინტერესების ღალატი და პრეზიდენტის უფლება-მოსილების ბოროტად გამოყენებაა. ამიტომ, მორალურ საკითხს რომ დავანებოთ თავი, იურიდიულადაც აბსოლუტურად არასწორი გადაწყვეტილებაა.
სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამიას შეწყალებით გამოავლინა საკუთარი თავი იმაში, რასაც დიდი ხანია ვამბობთ, რომ ქალბატონი პრეზიდენტი საქართველოს ინტერესებს დიდი ხანია აღარ ემსახურება. ის ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს და არ დავიწყებ დაკონკრეტებას, რომელი ქვეყანაა ეს.
სალომე ზურაბიშვილის მსგავსად სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდა წინამორბედი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ გაახსენდა, რომ თურმე ქართულ პოლიტიკაში აქტიურად უნდა ჩაერთოს, მაგრამ სანამ ჩვენ აქ ვსაუბრობთ, ახალი განცხადება გამოაქვეყნა, მიმართა ჩრდილო -კავკასიის ერებს და თავის წერილი ასე დაასრულა: „მოახლოებულ გამარჯვებაში ურყევად დარწმუნებული, კავკასიის შვილი და უკრაინის ამაყი მოქალაქე, მიხეილ სააკაშვილი“.
ისევ დაავიწყდა, რომ ის არის ქართველი. ამას აღარც ახსენებს. კი, ტექსტში ამბობს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია, მაგრამ ისევ დაავიწყდა, რომ ეს მისი სამშობლოა. ამ ადამიანებს სამშობლო არ აქვთ და მათ კუთვნილებას ისე კარგად არაფერი არ ასახავს, როგორც სიტყვა - უსამშობლოები. ხშირად, პარლამენტში ვისმენთ ოპოზიციონერი ლიდერებისგან, რომ უკრაინა მათი მეორე სამშობლოა; გვყავს სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად, რომლისთვისაც სხვა ქვეყანაა მართლა მეორე სამშობლო და გვქონდა იმედი, რომ მასში წინაპართა სისხლი იყივლებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ იყივლა - ესენი არიან ადამიანები, რომელთაც სამშობლო არ გააჩნიათ. სწორად თქვა ბატონმა დავით ქართველიშვილმა - არ არსებობს ორი სამშობლო. თუ ამბობ, რომ გაქვს ორი სამშობლო, ხარ უსამშობლო, რომლისთვისაც რაღაც მერკანტილური ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
16-11-2024
16-11-2024