გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კატარის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოში დაცული უძველესი დროის უნიკალური ქართული და არაბული ხელნაწერების გამოფენა გაიხსნა

27-06-2023

კატარში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და კატარის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით, საქართველო-კატარის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად, კატარის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოში დაცული უძველესი დროის უნიკალური ქართული და არაბული ხელნაწერების გამოფენის გახსნა გაიმართა.

 

გამოფენა კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა და კატარის ეროვნული ბიბლიოთეკის აღმასრულებელმა დირექტორმა თან ჰუსმა გახსნეს. ღონისძიებაზე ხაზი გაესვა ქართულ მხრავალფეროვან და მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას და იშვიათი არაბული ხელნაწერების საქართველოში არსებობის ფაქტს.

 

გამოფენაზე საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული X-XX საუკუნეებით დარიღებული 20-ზე მეტი ქართული და არაბული ხელნაწერის ფოტო-ასლი არის წარმოდგენილი.

 

გამოფენა კატარის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ერთი თვის მანძილზე გაგრძელდება.

 

გამოფენის გახსნას კატარის ეროვნული ბიბლიოთეკის მმართველი საბჭოს წევრები, კატარში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, კულტურის სფეროს, ასევე კატარში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში, მოწვეულ სტუმრებს ასევე საშუალება ჰქონდათ დაეგემობნებინათ ქართული კერძები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930