გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფო კილაძე: იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული სარჩელი ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მხრიდან სისტემურ დარღვევებს დაამტკიცებს

22-08-2018

"იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საქართველოს სახელმწიფოს სარჩელი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აუცილებლად იქნება წარმატებული" - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე. 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ, სამართლებრივად დაამტკიცოს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი უხეშად და სისტემურად არღვევს ადამიანის უფლებებს. 

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ, კიდევ ერთმა ძალიან ავტორიტეტულმა საერთაშორისო პლატფორმამ სამართლებრივად დაამტკიცოს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი უხეშად და სისტემურად არღვევს ადამიანის უფლებებს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს მასობრივი დარღვევა კეთდება იმისთვის, რომ ქართველებს სურვილი აღარ ჰქონდეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საკუთარ მიწაზე დაბრუნების. რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის მთავარი სამიზნე ეთნიკურად ქართული მოსახლეობაა, რომელსაც უმძიმეს ვითარებაში უწევთ ცხოვრება. ჩვენს ხელთ არის საერთაშორისო ბერკეტები. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, როგორც ყველაზე ქმედითი სამართლებრივი ინსტრუმენტი ადამიანის უფლებათა დასაცავად არის ყველაზე სწორი საშუალება იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ საერთაშორისო დონეზე, ახლა უკვე სამართლებრივი არგუმენტებით მოხდეს დამტკიცება იმისა, რომ სწორედ რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა, რომელიც უხეშად და მასობრივად არღვევს ადამიანის უფლებებს" – აცხადებს სოფო კილაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31